SHUTTLE პიროვნული განვითარების პროგრამა - თბილისი და ქუთაისი
პროექტი: „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება გენდერული ძალადობის დაძლევისა და გენდერული თანასწორობისათვის”
SHUTTLE არის საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის, Action Against Hunger მიერ შემუშავებული მეთოდოლოგია, რომელიც მიზნად ისახავს ამ ეტაპზე დაუსაქმებელი ქალების სოციალური და ეკონომიკური ინკლუზიის ხელშეწყობას, კარიერული განვითარების მხარდაჭერას, დასაქმებისა და თვითდასაქმების შესაძლებლობების გამოყენებისთვის აუცილებელი უნარების (კომუნიკაცია, გუნდურობა, დროის მენეჯმენტი, მეწარმეობა, ემოციაური ინტელექტი და სხვა) განვითარების ხელშეწყობას.პროგრამა მოიცავს 3 თვიან ტრენინგებს (კვირაში 2 ჯერ, 4 საათის
განმავლობაში) და ინდივიდუალურ კონსულტაციებს. პროგრამის თითოეული გუნდისთვის შეირჩევა ძლიერი მოტივაციის მქონე 25 მონაწილე. პროგრამა ხორციელდება თბილისსა და ქუთაისში.
ტრენინგების თემები მორგებულია მონაწილეთა ინტერესებსა და საჭიროებებზე და მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორებიცაა:
- იდეების გენერირებაე
- მოციური ინტელექტი
- ბაზრის ანალიზი
- დროის მართვა
- პერსონალური ბრენდი
- ფინანსური და მარკეტინგული გეგმა
- ბიზნეს გეგმის განვითარება
- სამოქალაქო ჩართულობა
- მდგრადი განვითარება
- მოლაპარაკების ტექნიკები
- პრეზენტაციების წარდგენა
- გუნდური მუშაობა
ტრენინგებს გაუძღვებიან როგორც პროგრამის ქოუჩები, ასევე სხვადასხვა კომპანიებიდან და ორგანიზაციებიდან მოწვეული კორპორაციული მოხალისეები.
განაცხადების მიღების ბოლო დღეა 10 იანვარი. განაცხადის შესავსებად გადადით შემდეგ ბმულზე:
პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით შემდგეგ
ნომერზე:
- პროგრამის ქოუჩი (თბილისი): სოფიო ბედოშვილი +995 551 46 03 03
- პროგრამის ქოუჩი (ქუთაისი): მირანდა გორდეზიანი +995 577 10 28 47
გაცნობებთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ კანდიდატებთან, რომლებიც წარმატებით გაივლიან შესარჩევი პროცესის პირველ ეტაპს.
პროგრამა ხორციელდება ორგანიზაციის "ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის" მიერ პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება გენდერული ძალადობის დაძლევისა და გენდერული თანასწორობისათვის” ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.