ზარაფხანა ცხადებს ვაკანსიას საზოგადოებასთან ურთიერთობის (PR) მენეჯერის პოზიციაზე
სამუშაო ადგილი: თბილისი, ლუბლიანას ქ. 15
დეპარტამენტი: საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის დეპარტამენტი
სავარაუდო თანამდებობრივი სარგო: 2000 ლარი
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა: 3 თვე
ანაზღაურების ოდენობა დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებაზე. ზარაფხანა იტოვებს უფლებას კანდიდატს შესთავაზოს განსხვავებული ანაზღაურება, შეთანხმების საფუძველზე, სამუშაო დატვირთვის მოდიფიცირების შემთხვევაში.
ფუნქცია/მოვალეობები:
- ბრენდის იმიჯისა და პროდუქტების მიმართ საზოგადოებაში პოპულარიზაციის ხელშეწყობა;
- სოციალური მედია პლატფორმების (ძირითადად FB და Instagram) მართვა;
- მედიასთან ურთიერთობა;
- ზარაფხანას ვებ-გვერდის PR მხარდაჭერა;
- საინფორმაციო და ვიზუალური მასალების მომზადება/მომზადების პროცესში მონაწილეობა და საუკეთესო გზებით/ფორმით გავრცელება;
- მედია-მონიტორინგი და სფეროსთან დაკავშირებული სიახლეების კონტროლი/ინფორმაციის დამუშავება/რეპორტინგი;
- ინფორმაციის გავრცელებისათვის საკომუნიკაციო არხების შერჩევა;
- ბრენდის ლოიალურ მომხმარებლებთან მუდმივი კომუნიკაციის ხელშეწყობა;
- ბრენდის პოტენციურ მომხმარებლებთან კავშირების დამყარება და მოზიდვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ჟურნალისტიკის, საზოგადოებასთან ურთიერთობის ან სახელოვნებო-შემოქმედებითი მიმართულებით;
- სოციალური მედიის ძირითადი პლატფორმების (FB, Instagram) მართვის ცოდნა;
- ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა.
პიროვნული თვისებები/უნარ-ჩვევები:
- შემოქმედებითი/კრეატიული აზროვნების უნარი;
- ძლიერი საკომუნიკაციო უნარები;
- სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
- ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- დროის მართვის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- პროაქტიულად მუშაობის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
სასურველია კანდიდატს:
- ჰქონდეს საიუველირო ან ზოგადად, სახელოვნებო/შემოქმედებით სფეროში მუშაობის გამოცდილება;
- მედიასთან ურთიერთობის გამოცდილება ან/და გააჩნდეს მედია საშუალებების წარმომადგენლებთან გამოკვეთილი კავშირები (network);
- გააჩნდეს ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებთან გამოკვეთილი კავშირები;
- გააჩნდეს კამპანიების/ახალი პროდუქტების საზოგადოებაში წარდგენის ღონისძიებების დაგეგმვაში და განხორციელებაში მონაწილეობის გამოცდილება.
დამატებითი ინფორმაცია:
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@zarapkhana.ge.
გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითოთ პოზიცია, სხვა შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან
კომპანიის შესახებ დეტალური ინფორმაცია გთხოვთ იხილოთ კომპანიის ოფიციალური ვებ გვერდზე http://www.zarapkhana.ge
საიუველირო კომპანია ,,ზარაფხანა“ მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას.
საიუველირო კომპანია ,,ზარაფხანაში“ თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია ზარაფხანას მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებულ იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.