ბუღალტრის ასისტენტი
2xP PRIORITY Wishlist.ge
თარიღები: 19 დეკ - 17 იან 2025
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ბუღალტერია/ფინანსები:  ბუღალტრის თანაშემწე
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: cv@wishlist.ge
საბავშვო პროდუქციის ყველა დიდი მაღაზია საქართველოში Wishlist.ge - “ვიშლისთი“ აცხადებს ვაკანსიას “ბუღალტრის ასისტენტის“ პოზიციაზე, რომელიც იქნება ბუღალტერიის გუნდის წევრი.  

სამუშაო ადგილი: თბილისი მოლი

ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:
  • საბუღალტრო პროგრამაში ყოველდღიური ბუღალტრული ოპერაციების აღრიცხვის უზრუნველყოფა და კონტროლი;
  • ბანკის ოპერაციების ასახვა პროგრამულად.
  • სასაქონლო ზედნადებების და ანგარიშ-ფაქტურების გამოწერა / დადასტურება, მოთხოვნების გაგზავნა, (RS.ge-ზე მუშაობა);
  • პირველადი ბუღალტრული დოკუმენტაციის მომზადება, შესაბამისი დეპარტამენტისთვის მიწოდება, დოკუმენტაციაზე ხელმოწერის უზრუნველყოფა, აღრიცხვა-მონიტორინგი, კომპანიის პორტალზე ელექტრონულ ბაზებში მონაცემების შეყვანა/განახლება, დოკუმენტების მატერიალურად და ელექტრონულად დაარქივება;
  • სალაროში ფულადი ნაკადების მოძრაობის ყოველდღიური კონტროლი: საქვეანგარიშო პირებისთვის თანხების ყოველდღიური მოთხოვნა, თანხის გაცემა/დაბრუნება;
  • დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების კონტროლი, შედარების აქტების მომზადება, დებიტორებთან წერილობითი კომუნიკაცია დავალიანებების შედარებისა და ჩარიცხვების დროულად განხორციელების უზრუნველსაყოფად.
  • კომპანიის ფინანსური პოლიტიკით გათვალისწინებული დღის, თვის, კვარტლის დახურვაში მონაწილეობის მიღება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • სასურველია უმაღლესი განათლება ფინანსური განხრით.
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
  • საბუღალტრო პროგრამა "1 C "-ში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად.
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა.

დამატებითი უნარები:
  • ხარისხზე, სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • დათქმულ ვადებში მუშაობის უნარი;
  • ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა.

სამუშაო პირობები: 
  • სამუშაო საათები: სრული განაკვეთით. 
  • დასვენების დღეები: შაბათი, კვირა.
  • ანაზღაურება: კვალიფიკაციის მიხედვით;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • ფასდაკლება ჩვენს პროდუქციაზე თანამშრომლებისთვის და მათი მეგობრებისთვის;
  • Fitpass

თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს და გსურთ შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV მისამართზე: cv@wishlist.ge 
გთხოვთ, “subject”-ის  გრაფაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება „ბუღალტრის ასისტენტი“  წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება!

გისურვებთ წარმატებებს!