სს ქართული ლუდის კომპანია - ლუდსახარში ზედაზენი აცხადებს ვაკანსიას საწყობის ოპერატორის პოზიციაზე
სამუშაო ადგილი: მცხეთა, საგურამო
განაკვეთის ტიპი: სრული განაკვეთი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- შემოსული პროდუქციის პროგრამული მიღება;
- პროდუქციაზე მოთხოვნის მიღება წარმოებიდან, დამუშავება, ნაშთის პროგრამულად გადამოწმება, მოთხოვნის შესაბამისად შეკვეთის მომზადება, შეგროვებული პროდუქციის გაცემა;
- გასაცემი პროდუქციის დოკუმენტაციის გამზადება;
- საწყობში არსებული ნაშთების რეგულარული აღრიცხვა და კონტროლი;
- სხვა დამატებითი ფუნქცია-მოვალეობების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
- საოფისე პროგრამების სამუშაო დონეზე ცოდნა;
- უცხო ენების ცოდნა (სასურველია).
პიროვნული მახასიათებლები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ორგანიზებულობა;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი;
სამუშაო პირობები:
- ტრანსპორტირება;
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- კვება.
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@geobeer.ge
აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება წერილის სათაურად, წინააღმდეგ შემთხვევაშ, თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
განცხადების წარმოდგენის საბოლოო ვადაა 2025 წლის 17 იანვარი.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
თქვენი რეზიუმე შესაძლოა დამუშავდეს და შენახულ იქნას ვაკანტურ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის დაშვების მიზნით, „პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
თქვენ ასევე თანხმობას აცხადებთ, რომ სს „ქართული ლუდის კომპანიამ“ თქვენი კანდიდატურა განიხილოს შეინახოს და გამოიყენოს სს „ქართული ლუდის კომპანიის“ მიერ გამოცხადებული სხვა ვაკანტური პოზიციების შევსების მიზნით, გარდა იმ პოზიციისა, რომელზეც გამოაგზავნეთ რეზიუმე. იმ შემთხვევაში თუკი წინააღმდეგი ხართ სს „ქართული ლუდის კომპანიამ“ დაამუშავოს თქვენ მიერ მოწოდებული მონაცემები, გთხოვთ აღნიშნულის შესახებ წერილობით გვაცნობოთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: hr@geobeer.ge და თქვენი სახელის და გვარის მითითებით.