ფინანსური დირექტორი
2xP PRIORITY BlueTabla
თარიღები: 22 დეკ - 17 იან 2025
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
TOP მენეჯმენტი:  ფინანსური დირექტორი(CFO)
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: career@bluetabla.ge
“ბლუტაბლა” არის ქართულ თემაზე შექმნილი სახლის ნივთებისა და აქსესუარების
მწარმოებელი კომპანია, ჩვენ ვქმნით ქართული მრავალსაუკუნოვანი კულტურით, ისტორიითა და ესთეტიკით შთაგონებულ დიზაინებს. პროდუქციის დასათვალიერებლად გადადით ბმულზე - www.bluetabla.ge

ბლუტაბლა აცხადებს ვაკანსიას ფინანსური დირექტორის პოზიციაზე. 

ჩვენ გთავაზობთ:
  • სტაბილურ და სასიამოვნო სამუშაო გარემოს; 
  • კონკურენტულ ანაზღაურებას; 
  • ჯანმრთელობის დაზღვევას; 
  • ფიტპასის მომსახურებას; 
  • კორპორატიულ ფასდაკლებას ბლუტაბლას პროდუქციაზე; 
  • კარიერული ზრდის შესაძლებლობას; სამუშაო პირობები:

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი (09:00-18:00)
სამუშაო ადგილი: თბილისი (წერეთლის 140)

მოვალეობები:
  • ფინანსური აღრიცხვის პროცესების მართვა და განვითარება
  • ბუღალტერია/ფინანსების გუნდის მართვა
  • ფინანსური ანგარიშების მომზადება
  • რეპორტების მომზადება
  • წლის ბიუჯეტის მომზადება
  • კომპანიის ფინანსური მდგომარეობის ანალიზი
  • ხარჯების, მარაგების, შესყიდვების დაგეგმვა ან/და კონტროლი
  • ფინანსურ საკითხებზე გარე პირებთან კომუნიკაცია

მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ფინანსების ან ბიზნეს ადმინისტრირების განხრით;
  • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
  • სასურველია საბუღალტრო პროგრამების ცოდნა (1C, Balance);
  • საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა;
  • MS Excel მაღალ დონეზე ცოდნა 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგზავნოთ რეზიუმე მეილზე career@bluetabla.ge გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ „ფინანსური დირექტორი“