მოლარე-კონსულტანტი

თბილისი სრული განაკვეთი ტანთი
მივლინება: არა ხელფასი: 1000
გაყიდვები: გაყიდვების კონსულტანტი, მოლარე
იტალიური ფეხსაცმლის და აქსესუარების მონობრენდული მაღაზია Pollini-ს წარმომადგენლობა საქართველოში (შპს ტანთი) ეძებს, სათანადო გამოცდილების მქონე კანდიდატებს, მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე. მაღაზიის მისამართია: ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას N70 - საბურთალო სითი მოლი.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • მომხმარებლისათვის მაღაზიაში განთავსებული პროდუქციის შესახებ კონსულტაციის გაწევა;
  • შოურუმის შესაბამის სექციაში პროდუქციის დახლებზე განთავსება/მოწესრიგება, მერჩენდაიზინგის წესების დაცვით, მისი მუდმივი შევსება და კონტროლი;
  • სალარო საქმე, გაყიდვების პროგრამაში მუშაობა;
  • იმპორტირებული პროდუქციის მიღება, აღწერა, ბაზაში შეყვანა;

განათლება, გამოცდილება და უნარები:
  • სწრაფი და გამართული კომუნიკაციის უნარი;
  • კარგი არითმეტიკული უნარ-ჩვევები;
  • სამუშაო გამოცდილება გაყიდვებში, სასურველია სალაროს საქმე;
  • რუსული და ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.

აუცილებელი უნარები:
  • გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • კომუნიკაბელურობა;
  • პუნქტუალურობა;
  • ორგანიზებულობა.

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 40 სთ (ცვლადი გრაფიკით), დასვენების 2 დღე.

ანაზღაურება: 1000 ლარი და ბონუსი გაყიდვებიდან. დაინტერსებულმა პირებმა, გთხოვთ, თქვენი CV გამოაგზავნოთ info@pollinicom.com
2024 წლის 30 დეკემბრამდე.
მობ: +995 511 144 814