დღის ოპერატორი
თარიღები: 22 დეკ - 17 იან 2025
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
დაზღვევა:  დაზღვევა (ზოგადი)
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: hr@benefits.ge
სს „რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“ აცხადებს ვაკანსიას დღის ოპერატორის პოზიციაზე. 
დეტალურ ინფორმაციას კომპანიის შესახებ გთხოვთ გაეცნოთ მითითებულ ბმულზე www.benefits.ge
მისამართი: 0108 თბილისი, გია ჭანტურიას ქ. №5

სამუშაო განაკვეთი: სრული, კვირაში არაუმეტეს 40 სამუშაო საათი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი/არასრული უმაღლესი განათლება, სასურველია მედიცინის ან საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიმართულებით;
  • სასურველია მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
  • უცხო ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;
  • კომპიუტერული პროგრამების ფლობა (Microsoft Office);

ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობა:
  • ცხელ ხაზზე შემომავალ სატელეფონო ზარებზე პასუხი სტანდარტის მიხედვით და შესაბამისი სერვისის უზრუნველყოფა;
  • არსებული და პოტენციური კლიენტებისათვის სადაზღვევო პირობების შესახებ ინფორმაციის მიწოდება კომპეტენციის ფარგლებში;
  • სადაზღვევო ანაზღაურებისათვის ინსტრუქციის გაცემა სახელშეკრულებო პირობების გათვალისწინებით;
  • მომხმარებლის კმაყოფილების ხარისხის შეფასება სხვადასხვა ფორმის სატელეფონო გამოკითხვის საშუალებით და შესაბამისი ფორმის წარმოება ;
  • გამოტოვებულ ზარებზე უკუკავშირის უზრუნველყოფა;

უნარ-ჩვევები:
  • დეტალებზე ორიენტირებული
  • ყურადღებიანი და თავაზიანი
  • მომსახურებაზე ორიენტირებული
  • პასუხისმგებლობის გრძნობა
  • გუნდური მუშაობის უნარი

თუ აკმაყოფილებთ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და გაქვთ სურვილი გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, ჩვენ გთავაზობთ:
  • საინტერესო გამოწვევებით და პროფესიული ზრდის შესაძლებლობებით მდიდარ სამუშაო გარემოს;
  • მუშაობისათვის კომფორტულ პირობებს;
  • ურთიერთობას ერთ-ერთ ყველაზე გამოცდილ და მეგობრულ გუნდთან;
  • პიროვნული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
  • ანაზღაურებას ცოდნისა და გამოცდილების შესაბამისად;

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე აღნიშნულ ელ. ფოსტაზე: hr@benefits.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანიის დასახელება, წინაამღდეგ შემთხვევაში კომპანია უფლებას იტოვებს არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.

გაცნობებთ, რომ „სს რისკების მართვისა და სადაზღვევო გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას.
ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით.
იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება ან გსურთ არსებული მონაცემების ცვლილება/წაშლა, გთხოვთ მოგვმართოთ.
გისურვებთ წარმატებას!