იურისტი
2xP PRIORITY LBP Law Office
თარიღები: 19 დეკ - 15 იან 2025
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ენები: ინგლისური
იურიდიული:  იურისტი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: giorgishalamberidze@lbp.ge
იურიდიული კომპანია LBP Law Office აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე სულ მცირე 2 წლიანი გამოცდილებით უნივერსიტეტის დასრულების შემდგომ.

ძირითადი მოვალეობები:
  • კომპანიის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა, მათ შორის იურიდიული დოკუმენტაციის შედგენა ქართულ და უცხოურ ენებზე;
  • კომპანიის კლიენტებისათვის სამართლებრივ საკითხებზე კონსულტაციების გაწევა;
  • კომპანიის სახელით სახელმწიფო ორგანოებთან და მათ სტრუქტურულ ერთეულებთან, ასევე სასამართლოებთან ურთიერთობა და წარმომადგენლობა;
  • სამუშაო პროცესთან დაკავშირებული სხვა ვალდებულებების შესრულება.

ძირითადი მოთხოვნები:
  • განათლება - სამართალმცოდნეობის ბაკალავრი (მინიმუმ);
  • აუცილებელია სახელშეკრულებო სამართლის მიმართულებით მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ;
  • ინგლისური ენის უმაღლეს ცოდნა (C1);
  • საოფისე პროგრამების ცოდნა.
  • ადვოკატის სტატუსი. 

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
  • კომუნიკაბელური;
  • ყურადღებიანი
  • ორგანიზებული;
  • ოპერატიული;
  • განვითარებაზე ორიენტირებული

ანაზღაურება განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით.

ჩვენთან თანამშრომლობის უპირატესობები:
  • მზარდი ბიზნესი;
  • იდეების წახალისება/მხარდაჭერა;
  • სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობა;
  • პროფესიონალი და მხარდამჭერი კოლეგები.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV და სამოტივაციო წერილი ინგლისურ ენაზე ელექტრონულ მისამართზე giorgishalamberidze@lbp.ge  და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა:  15 იანვარი
გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის.