ფარმაცევტული წარმოების ვალიდაციის მენეჯერი
თარიღები: 21 დეკ - 16 იან 2025
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ენები: რუსული ინგლისური
სამედიცინო:  ფარმაცია
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: vacancy.rational@aversi.ge
შპს “ავერსი-რაციონალი” აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: ფარმაცევტული წარმოების ვალიდაციის მენეჯერი 

პასუხისმგებლობა და მოვალეობები:
  • ფარმაცევტულ წარმოებაში ვალიდაცია/კვალიფიკაციის ჩატარების კონტროლი
  • ვალიდაცია/კვალიფიკაციასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება
  • საწარმოო-ტექნოლოგიური დანადგარების, საინჟინრო სისტემების, სათავსების ვალიდაცია/კვალიფიკაციის კონტროლი და დოკუმენტაციის მართვა 

მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება (ინჟინერი, ფიზიკოსი, ფარმაცევტ–ტექნოლოგი, ქიმიკოს–ტექნოლოგი და სხვა მომიჯნავე პროფესიები)
  • ინგლისური და რუსული ენების ფლობა
  • საოფისე პროგრამების ცოდნა

აუცილებელი დოკუმენტაცია: 
  • პირადობის მოწმობის ასლი
  • დიპლომის ასლი 
  • ფერადი ფოტოსურათი 3X4 (1 ცალი)
  • სერტიფიკატ(ებ)ის ასლ(ებ)ი (არსებობის შემთხვევაში)

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოგზავნოთ CV ელექტრონული ფოსტით მისამართზე vacancy.rational@aversi.ge ან
წარმოადგინეთ ზემოთ აღნიშნული საბუთები მისამართზე:
შპს “ავერსი-რაციონალი” ლილო, დ. კობახიძის ქ. № 33 ა.
(ყოფილი ჭირნახულის ქ. №14)
10 სთ-დან 17 სთ-მდე და შეავსეთ “ანკეტა” ადგილზე.

შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV-ს წარდგენა, გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებელისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 2 თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.