შრომის უსაფრთხოების უმცროსი სპეციალისტი

თბილისი სრული განაკვეთი აი სი არ თრეიდი
მივლინება: არა
განათლება: საშუალო განათლება ენები: ინგლისური, რუსული
ხარისხის კონტროლი, გარემოს დაცვა, უსაფრთხოება: შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი
შპს „აი სი არ ტრეიდი“ აცხადებს ვაკანსიას შრომის უსაფრთხოების უმცროსი სპეციალისტის
პოზიციაზე.

ICR ჯგუფი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ორგანიზაციაა საცალო ბიზნესის სფეროში საქართველოში. კომპანიამ 1993 წელს დაიწყო საქმიანობა ქართულ ბაზარზე და ამჟამად 1000- მდე თანამშრომელი ჰყავს. „აი სი არ ჯგუფი“ წარმოადგენს ფეხსაცმლის, ტანსაცმლის,  აქსესუარების, ავეჯის საერთაშორისო ბრენდებსა და კვების ობიექტებს. იგი საქართველოს ბაზარზე რამდენიმე შვილობილი კომპანიითაა წარმოდგენილი.  ,,აი სი არ ჯგუფის“ ერთ-ერთი კომპანია “შპს აი სი არ ტრეიდი“ წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ისეთ საერთაშორისო და ლოკალურ ბრენდებს, როგორებიცაა: ბატა, ბამბინო,  ეკკო, ჯეოქსი, სტუდიო ფეხსაცმლის გალერეა, ლაბორატორია ფეხსაცმლის გალერეა, ავლაბი, კორსო იტალია, სკარპიერა, ოკაიდი და ჟაკადი. დღეისათვის კომპანია მართავს 60-მდე მაღაზიას, რომლებიც განთავსებულია საქართველოს სხვადასხვა დიდ ქალაქებში: თბილისი, რუსთავი, ზუგდიდი, ქუთაისსა და ბათუმში.

კატეგორია: დამწყები
სამუშაო განაკვეთი: სრული; კვირაში 5 დღიანი სამუშაო გრაფიკი (შაბათი-კვირა დასვენება)

ძირითადი ფუნქცია- მოვალეობები:
  • შრომის უსაფრთხოების პოლიტიკის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
  • შრომის უსაფრთხოების პოლიტიკის თანამშრომლებისათვის გაცნობა და მისი მუდმივი 
  • განახლება;
  • სამუშაო ადგილზე თანამშრომლებისთვის შრომის უსაფრთხოების შესახებ  ინსტრუქტაჟების დაგეგმვა, ჩატარება და აღრიცხვა;
  • ობიექტების პერიოდული ინსპექტირება, საფრთხეებისა და რისკების შეფასება, 
  • საკონტროლო ღონისძიებების დაგეგმვა და შესრულების მონიტორინგი.
  • მაღალი რისკის შემცველი სამუშაოების იდენტიფიცირება, მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში, უსაფრთხოდ მუშაობის ინსტრუქტაჟის შექმნა და შესაბამისი პირებისთვის 
  • ჩატარება.
  • საჭიროების შემთხვევაში ხარვეზული საკითხების აღმოფხვრის ინიცირება და მონიტორინგი;
  • ინდივიდუალური დაცვის საშუალებების საჭიროების განსაზღვრა, დასაქმებულთა 
  • უზრუნველყოფა და კონტროლი მათ სწორად გამოყენებაზე;
  • სამუშაო სივრცეში ამკრძალავი, მაფრთხილებელი, სავალდებულო და დამხმარე  ნიშნების განსაზღვრა და მათი განთავსების უზრუნველყოფა;
  • პირველადი სამედიცინო დახმარების ყუთების მიწოდება ობიექტებისთვის, მათი აღწერა  და მარაგების კონტროლი;
  • ცეცხლმაქრების მიწოდება ობიექტებისთვის, ვადების კონტროლი და მათი ყველასთვის ადვილად მისაღწევ ადგილას განთავსების უზრუნველყოფა;
  • სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დაცვის კონტროლი, სახანძრო სიგნალიზაციისა და  კვამლის დეტექტორების კონტროლი, მათი გამართულად ფუნქციონირების  მონიტორინგი და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;
  • ტექნიკური აღჭურვილობის უსაფრთხოების შემოწმება და მისი დოკუმენტირება;
  • ელექტრო-უსაფრთხოების ნორმების დაცვის უზრუნველყოფა სამუშაო ადგილზე ინციდენტების მოკვლევა;
  • შესაბამისი უწყებების ინფორმირება კანონმდებლობით გათვალისწინებული  პროცედურის შესაბამისად;
  • საჭიროების შემთხვევაში დაზარალებული თანამშრომლის გამოკვლევებისა და  მკურნალობის მონიტორინგი, პროცესების კოორდინირება;
  • შემთხვევების აღრიცხვა, გაანალიზება და პრევენციული ზომების მიღება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები :
  • სასურველია შრომის უსაფრთხოების აკრედიტებული სერტიფიკატი
  • სასურველია უცხო ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;

საჭირო ცოდნა და უნარები: 
  • სრული ან არასრული უმაღლესი განათლება; 
  • MS Office პროგრამების კარგად ცოდნა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ორგანიზებულობა/მოწესრიგებულობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;

რას გთავაზობთ:
  • “აი სი არ ტრეიდის “პროფესიონალთა გუნდთან ერთად შრომის უსაფრთხოების მიმართულებით განვითარება;
  • წარმატებული კარიერის შესაქმნელად აუცილებელი კომპეტენციების განვითარების შესაძლებლობას და პროფესიულ კავშირებს; პერსონალური განვითარების გეგმის, უკუკავშირისა და პროფესიონალ მენტორებთან
  • მუშაობის საშუალებით, თქვენი პროფესიული განვითარების სწრაფ პროცესს; 
  • სამუშაო პროცესში სწავლებას

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, რეზიუმე გამოაგზავნოთ 1 იანვრის, 2025 ჩათვლით,  შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: vacancy@icr.ge. ელექტრონული წერილის სათაურში, გთხოვთ,  მიუთითოთ პოზიციის დასახელება - „შრომის უსაფრთხოების უმცროსი სპეციალისტი“

გთხოვთ გაითვალისწინოთ: თქვენს მიერ გაგზავნილი განაცხადი, შესაძლოა შეიცავდეს საქართველოს კანონის- "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" შესაბამისად, პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გამოგზავნით თქვენ
ადასტურებთ თანხმობას, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ,,აი სი არ“-ის მხრიდან დამუშავდება თქვენთან შრომითი ურთიერთობის წარმოშობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული
მოცემულ ვაკანსიაზე და დაარქივებულ იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის. მიღებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება სამი წლის ვადით