სერვისის ოპერატორი
თარიღები: 21 დეკ - 16 იან 2025
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ხელფასი: 1200
განათლება: ბაკალავრი
ენები: ინგლისური
გაყიდვები:  კლიენტების მომსახურების მენეჯერი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: hr@aqualine.ge
კომპანია “აკვალაინი” 2006 წლიდან ოპერირებს ბაზარზე. პროფესიონალი თანამშრომლებისა და მსოფლიოს წამყვანი კომპანიების ხარისხიანი პროდუქციის გამოყენებით, კომპანია სთავაზობს თავის მომხმარებელს უმაღლესი ხარისხის საცურაო აუზების, SPA ზონების პროექტირება/მოწყობას; დანადგარების, აქსესუარების, მოსაპირკეთებელი მასალების, ქიმიკატების იმპორტსა და რეალიზაციას.
დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ საიტს: https://aqualine.ge/

ჩვენი გუნდი ეძებს ენერგიულ და მოტივირებულ კანდიდატს სერვისის ოპერატორის  პოზიციაზე.
პირობები: სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი -  10:00- დან 19:00-მდე.
ანაზღაურება: 1200 ლარი.

მოვალეობები : 
  • მომხმარებელთან ყოველდღიური სატელეფონო კომუნიკაცია;
  • მომხმარებლის მოთხოვნის შესახებ სრული ინფორმაციის  შემსრულებელ ჯგუფთან მიწოდება;
  • შემსრულებელი ჯგუფის დაკომპლექტება შესაბამისი პროექტისთვის; 
  • სიების მობილიზება და  პროგრამაში ასახვა,მიწოდებასთან დაკავშირებული პროცესის უზრუნველყოფა ყველა ჩართულ მხარესთან შესაბამისი კომუნიკაციის საფუძველზე
  • ყოველთვიური მომსახურების ობიექტებისათვის ინვოისებისა და მიღება-ჩაბარების დოკუმენტების  გაგზავნა;
  • ტექნიკოსებისთვის მომსახურების ხელშეკრულებებისა და მიღება-ჩაბარებების მომზადება; 
  • ადგილზე მოსულ მომხარებელის დახვედრა  - დაზიანებული ნივთის ჩაბარება - უკუკავშირი/ინფორმაციის მიწოდება დაზიანების / შეკეთების თაობაზე;
  • შესაკვეთი ნაწილების მომზადება და გადაგზავნა შესაბამის დეპარტამენტთან;
  • თვის ჭრილში დებიტორების გავლა და უკუკავშირი;   
  • რეპორტინგის წარმოება; ყოველდღიური სერვის დეპარტამენტთან, ხოლო ყოველკვირეული ზემდგომ პირებთან;

მოთხოვნები:
  • განათლება - უმაღლესი (ტექნიკური განათლება ჩაითვლება უპირატესობად);
  • სერვისის სფეროში მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • გამართული კომუნიკაციის უნარი;
  • ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ფლობა;
  • საოფისე პროგრამის ცოდნა (Microsoft Word, Power Point, Microsoft Excel) 
  • 1C პროგრამაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • ორგანიზებული და პასუხმგებლიანი;

ჩვენთან თანამშრომლობის უპირატესობები:
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • ფიტპასი;
  • კორპორატიული ნომერი და სასაუბრო ლიმიტი;
  • თანამშრომლის წილის საპენსიო გადასახადის 2%-ის გადახდა;
  • კვარტალში 1 დამატებითი დასვენების დღით (DayOff) სარგებლობის შესაძლებლობა;
  • მზარდი ბიზნესი;
  • სწავლისა და განვითარების შესაძლებლობა;
  • პროფესიონალი და მხარდამჭერი კოლეგები;
 

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე hr@aqualine.ge სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან, რომლებიც დააკმაყოფილებენ ვაკანსიის მოთხოვნებს.

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებელისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 6 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ბეჭდვითი სახით.