საერთაშორისო სატრანსპორტო კომპანია Caucas transport solutions 2012 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და ახორციელებს კომერციული ტვირთების ტრანსპორტირებას მსოფლიოს ნებისმიერი მიმართულებიდან.
Caucas transport solutions აცხადებს ვაკანსიას მძღოლის პოზიციაზე.
კომპანია დასაქმებულს სთავაზობს სტაბილურ და საინტერესო სამუშაო გარემოს, განვითარების შესაძლებლობას და მაღალი სტანდარტის სამუშაო პირობებს.
ფუნქცია-მოვალეობები:
- ტვირთების უსაფრთხოდ გადაადგილება და გადაზიდვის უზრუნველყოფა დადგენილი სტანდარტების დაცვით;
- ტვირთის სწორად განლაგება და უსაფრთხოების ნორმების დაცვა (დამაგრება შესაბამისი აღჭურვილობით, მისი დაზიანების თავიდან აცილების მიზნით);
- მივლინება საქართველოს ფარგლებში.
მოთხოვნები:
- აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- აუცილებელია B კატეგორიის მართვის მოწმობა;
- კომპანიის მიერ დადგენილი სტანდარტების დაცვა;
- ჩაბარებულ ავტო ტექნიკაზე ზრუნვა.
უნარ-ჩვევები:
- დისციპლინირებული
- პუნქტუალური
- პასუხისმგებლიანი
- შრომისმოყვარე
სამუშაოს შესრულების ადგილი : გაფორმების ეკონომიკური ზონა , სატვირთო ტერმინალი (თბილისი) სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი (10:00-18:00)
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოგზავნონ რეზიუმე განახლებული ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: Jobs@cts.ge საგნობრივ ველში მიუთითეთ შესაბამისი პოზიცია, რომელზეც გსურთ განიხილოს თქვენი СV დამატებითი ინფორმაცია კომპანიის შესახებ გთხოვთ, იხილოთ ვებ გვერდზე: www.cts.ge