მოლარე-კონსულტანტი
თარიღები: 18 დეკ - 16 იან 2025
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ხელფასი: 900 +ბონუსი
გაყიდვები:  მოლარე
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: HR1@orinabiji.ge
 2 ნაბიჯი ქართული საცალო ვაჭრობის სფეროს გამოკვეთილი ლიდერია. კომპანია მუდმივად ზრდაზეა ორიენტირებული. დღეისათვის 2 ნაბიჯი მთელი ქვეყნის მასშტაბით  500-ზე მეტი მაღაზიით არის წარმოდგენილი და მომხმარებელს მისგან 2 ნაბიჯში, ყოველდღიური მოხმარების პროდუქტებზე, ხელმისაწვდომ ფასებსა და კომფორტულ გარემოს სთავაზობს. 2022 წლიდან ამოქმედდა კომპანიის ონლაინ მაღაზია, რომელიც ხელმისაწვდომია როგორც ვებ ფორმატში, ასევე აპლიკაციის სახით.
 ,,2 ნაბიჯი" ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია შრომის ბაზარზე, ამჟამად კომპანია 4000-ზე მეტ თანამშრომელს ითვლის. ჩვენი მიზანია,  მივაღწიოთ მაქსიმალურ ეფექტიანობას და გვჯერა, რომ  ამ მიზნის მიღწეას მხოლოდ  საუკეთესო პროფესიოანლრების გუნდით მოვახერხებთ.

მაღაზიათა ქსელი „ორი ნაბიჯი“ აცხადებს ვაკანსიას  მოლარე - კონსულტანტის  პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, „ორი ნაბიჯის“ მაღაზიები
საწყისი ანაზღაურება:  900 + ბონუსი 

ჩვენი უპირატესობებია
  • დასაქმების შესაძლებლობა თქვენგან 2  ნაბიჯში, მოსახერხებელ ადგილას;
  • კონკურენტული და მზარდი ანაზღაურება;
  • დაწინაურების გაწერილი სქემა;
  • გამარტივებული სამუშაო პროცესები;
  • ჩვენ არ ვმუშაობთ ღამე;

ფუნქცია - მოვალეობები
  • მომხმარებლის მომსახურება;
  • სალაროს ოპერაციების წარმოება;
  • პროდუქციის მიღება, განლაგება;
  • განთავსებული პროდუქციის ვადების კონტროლი, ახალი მიღებული პროდუქციის ვადების აღრიცხვა;
  • თაროების მოწესრიგების და სისუფთავის უზრუნველყოფა.

დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ
შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა  ბმულზე: https://career.orinabiji.ge/ 
გამოგზავნოთ რეზიუმე ელ.მისამართზე HR1@orinabiji.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და სასურველი სამუშაო ადგილი
დაგვიკავშირდეთ ნომერზე:  +995 32 2 00 22 00

მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯი" კანდიდატების პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს მოქმედი კანონმდებლობის დაცვით. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, რაც მაღაზიათა ქსელ „ორი ნაბიჯის“ მიერ შესაძლოა დამუშავდეს თქვენი კანდიდატურის განხილვის და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. მონაცემების დამუშავების საფუძველია თქვენი თანხმობა (გამოხატული ამ ვაკანსიაზე გამოხმაურების გზით), ასევე, შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით თქვენი განცხადების განხილვა და სახელშეკრულებო ურთიერთობის დამყარება. დასაქმების პროცესში მოპოვებული ინფორმაცია შესაძლოა გაუზიარდეს მხოლოდ მაღაზიათა ქსელ "ორი ნაბიჯის" დამუშავებაზე უფლებამოსილ პირებს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მათ მიერ გაწეული მომსახურებების ფარგლებში.
თქვენ მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია შეინახება არაუმეტეს 4 წლის ვადით (მათ შორის, სხვა რელევანტურ პოზიციაზე განსახილველად), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შესაძლოა არსებობდეს ინფორმაციის უფრო ხანგრძლივად შენახვის საკანონმდებლო ვალდებულება. 
თქვენ უფლება გაქვთ მიიღოს ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების თაობაზე, გაეცნოთ მათ ასლებს, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, დაბლოკვა, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც შეგიძლიათ მიმართოთ მაღაზიათა ქსელ „ორი ნაბიჯს“.
კომპანია ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.

მაღაზიათა ქსელი “ორი ნაბიჯი”  მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!