ინდივიდუალური დაზღვევის გაყიდვების მენეჯერი
თარიღები: 18 დეკ - 16 იან 2025
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ხელფასი: 1000 +ბონუსი
განათლება: ბაკალავრი
ენები: ინგლისური
დაზღვევა:  დაზღვევა (ზოგადი)
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: asokhadze@gpih.ge
სს ”სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი” აცხადებს ვაკანსიას ინდივიდუალური დაზღვევის გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე თბილისში.

სს ”სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი” (www.gpih.ge) არის ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანიის “ვენის სადაზღვევო ჯგუფის” (www.vig.com) წევრი და წამყვანი კომპანია საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე. ჩვენ გამოვირჩევით ძლიერი და მეგობრული გუნდით, რომელიც ეფუძნება შემდეგ ფასეულობებს - სამართლიანობა, თანადგომა, პროფესიონალიზმი და პროგრესი. ჯიპიაი ჰოლდინგი გთავაზობთ წარმატებისა და განვითარებისთვის საუკეთესო გარემოს.

სამუშაო გრაფიკი: სრული
დარიცხული (Gross) საწყისი ანაზღაურება: ფიქსირებული 1000 ლარი + ბონუსი გაყიდვების შესაბამისად

ძირითადი სამუშაო მოვალეობებია:
  • სადაზღვევო პროდუქტების შეთავაზება და გაყიდვა ფიზიკურ პირებსა და მცირე (Micro & SME) ორგანიზაციებთან;
  • კომპანიის მიერ ყოველკვირეულად მინიჭებული ბაზების დამუშავება და აქტივობების ასახვა CRM სისტემაში;
  • კლიენტების მოძიება/მოზიდვა საკუთარი ინიციატივითა და არხებით;
  • გაყიდვების სხვადასხვა ტიპის აქციებსა და წამახალისებელ აქტივობებში მონაწილეობა;

ჩვენი მოთხოვნებია:
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • მაღალი მოტივაცია და პროფესიული განვითარების სურვილი;
  • სრული უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
  • ქართულ ენაზე თავისუფლად კომუნიკაციის უნარი, როგორც წერილობითი, ასევე ვერბალური ფორმით;
  • სასურველია უცხო ენის ცოდნა;
  • სასურველია Microsoft Office-ის ცოდნა;

ჩვენ გთავაზობთ:
  • დინამიურ, საინტერესო და სიახლეებით სავსე გარემოს;
  • ახალ ადამიანებთან კომუნიკაციას;
  • სწრაფ პროფესიულ ზრდას;
  • საინტერესო გუნდურ და ინდივიდუალურ აქტივობებს;
  • პირად სამუშაო ინვენტარს;
  • კორპორაციულ ტელეფონის ნომერს;
  • სამგზავრო ბარათს;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: asokhadze@gpih.ge გთხოვთ, წერილის გამოგზავნისას „Subject”-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (ინდივიდუალური დაზღვევის გაყიდვების მენეჯერი - თბილისი), წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და მიმდინარე ვაკანსიების სანახავად გამოგვყევით Linkedin-ის გვერდზე: https://www.linkedin.com/company/gpih-vig/