სამედიცინო მომსახურების მხარდაჭერის მენეჯერი
თარიღები: 18 დეკ - 16 იან 2025
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ხელფასი: 1250 - 1750 +ბონუსი
განათლება: ბაკალავრი
ენები: ინგლისური რუსული
დაზღვევა:  დაზღვევა (ზოგადი)
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: jobs@gpih.ge
სს "სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი" აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო მომსახურების მხარდაჭერის მენეჯერის პოზიციაზე. 
სს ”სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი” (www.gpih.ge) არის ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანიის ვენის სადაზღვევო ჯგუფის (www.vig.com) წევრი და წამყვანი კომპანია საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე. ჩვენ გამოვირჩევით ძლიერი და მეგობრული გუნდით, რომელიც ეფუძნება შემდეგ ფასეულობებს - სამართლიანობა, თანადგომა, პროფესიონალიზმი და პროგრესი. ჯიპიაი ჰოლდინგი გთავაზობთ წარმატებისა და განვითარებისთვის საუკეთესო გარემოს. 
გრაფიკი: სრული (მცოცავი)
სამუშაო ლოკაცია: ქ. თბილისი, ბოჭორიშვილის ქ. 88/15

ანაზღაურების სისტემა: სისტემა იცვლება კომპანიაში სამუშაო გამოცდილების შესაბამისად და ითვალისწინებს ფიქსირებულ ანაზღაურებას და წლიურ ბონუსს.

ფიქსირებული დარიცხული (Gross) ანაზღაურება:
  • 1250 ლარი (0-დან 6 თვემდე გამოცდილება)
  • 1500 ლარი (6-დან 12 თვემდე გამოცდილება)
  • 1750 ლარი (12 თვე და მეტი გამოცდილება)

პასუხისმგებლობები: 
  • კლიენტისთვის სამედიცინო მომსახურებების ორგანიზება და პროცესის სრულად მხარდაჭერა; 
  • სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებული გარე სატელეფონო ზარების მიღება; 
  • კლიენტისთვის ინფორმაციის მიწოდება ზარის შინაარსიდან გამომდინარე; 
  • კლიენტისთვის ვიზიტის დაგეგმვა პერსონალურ ექიმთან ან შესაბამის სპეციალისტთან და შესაბამისი მიმართვის გაცემა დაზღვევის კონტრაქტის პირობების დაცვით; 
  • გადაუდებელ შემთხვევებში კლიენტის გადამისამართება შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში საჭიროებისამებრ და პროცესის მართვა შემთხვევის დასრულებამდე; 
  • კლიენტებთან გარე გამავალი ზარების განხორციელება; 
  • კლიენტთა მომსახურება კომპანიის სხვა საკომუნიკაციო არხების (მაგ. FB ჩათი) მეშვეობით; 
  • კომპანიის სადაზღვევო პროგრამასთან მუშაობა ინფორმაციის მოძიებისა და აღრიცხვის მიზნით; 
  • სხვა დავალებები და პასუხისმგებლობები მოთხოვნის შესაბამისად. 
 
მოთხოვნები: 
  • უმაღლესი სამედიცინო განათლება ან სტუდენტი (მედიცინა, სტომატოლოგია, ჯანდაცვა, ფარმაცია და სხვა მომიჯნავე სპეციალობები); 
  • ქართული და ინგლისური/რუსული ენების ფლობა (განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ზეპირი კომუნიკაციის უნარი); 
  • სამედიცინო ან/და სადაზღვევო სექტორში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; 
  • კომპიუტერთან მუშაობის უნარი და საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office); 
  • ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა. 
  
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:  jobs@gpih.ge  გთხოვთ, წერილის გამოგზავნისას „Subject line” - ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (სამედიცინო მომსახურების მხარდაჭერის მენეჯერი). წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. 

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და მიმდინარე ვაკანსიების სანახავად გამოგვყევით Linkedin-ის გვერდზე: https://www.linkedin.com/company/gpih-vig/