მთავარი ბუღალტერი
2xP PRIORITY კომპანია
თარიღები: 18 დეკ - 16 იან 2025
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ხელფასი: 2800 - 3000
განათლება: ბაკალავრი
ბუღალტერია/ფინანსები:  მთავარი ბუღალტერი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: mariam7beradze@gmail.com
სამშენებლო კომპანიაში გვაქვს აქტიური ვაკანსია ‘’მთავარი ბუღალტრის’’ პოზიციაზე

პოზიციის დასახელება: მთავარი ბუღალტერი
კონკურსის ტიპი: ღია კონკურსი     
მუდმივი სამუშაო ადგილი: თბილისი, საბურთალო
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი 10:00-19:00
ანაზღაურება: 2800-3000 (Net)

მოვალეობები:
  • საკანონმდებლო მოთხოვნების და საერთაშორისო საბუღალტრო სტანდარტების შესაბამისად ბუღალტრული აღრიცხვისა და საგადასახადო პოლიტიკის შემუშავება და პრაქტიკაში  განხორციელება;
  • შესაბამისი საბუღალტრო-სააღრიცხვო პროცესის წარმოება, დროში ოპტიმალურად დაგეგმვა და მართვა, საბუღალტრო დოკუმენტების წარმოება (ანგარიშ-ფაქტურები, მიღება-ჩაბარების აქტები, ზედნადებები);
  • საბუღალტრო სისტემაში ინფორმაციის აღრიცხვის სიზუსტისა და პირველად დოკუმენტაციასთან შესაბამისობის კონტროლი;
  • საბუღალტრო რეპორტების მომზადება,  კომპანიის მიერ ნაკისრი ნებისმიერი ფინანსური ვალდებულების შესახებ ხელშეკრულებებისა და მასთან დაკავშირებით ყველა საბუთის შემოწმება, ხელშეკრულებების საგადასახადო კუთხით გავლა და დადასტურება,  აღრიცხვა  და ანგარიშსწორება სახელშეკრულებო პირობების შესაბამისად;
  • დროული და ჯეროვანი  ანგარიშსწორება მომწოდებლებთან,  კომპანიის თანამშრომლებთან სახელფასო მიმართულებით და საგადასახადო ორგანოებთან;
  • საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული გადასახადების დაანგარიშება, გადასახდელი გადასახადების შესახებ ინფორმაციის დროული მომზადება და შესაბამის უწყებაში წარდგენა;
  • საკანონმდებლო მოთხოვნების მკაცრი დაცვით მარეგულირებელ ორგანოებში ინფორმაციის სიზუსტის და დროული წარდგენის უზრუნველყოფა და კონტროლი;
  • ბანკებთან ურთიერთობა/ფინანსური ანგარიშგების მონიტორინგი
  • დამხმარე ბუღალტერის მიერ შესრულებული დავალებების მუდმივი მონიტორინგი.

პროფესიული მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება ფინანსებში, ეკონომიკაში ან მონათესავე სფეროში;
  • აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება, აუცილებელია სამშენებლო სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • კომპიუტერული საოფისე და საბუღალტრო პროგრამების ცოდნა (MS Word, Excel, Oris);  
  • საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა, საგადასახადო კოდექსის და Rs.ge-ზე მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება;
  • ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა (IFRS)                  

პიროვნული თვისებები:
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • გუნდურად  მუშაობის უნარი;
  • დროის ეფექტურად მართვისა და პრიორიტეტების სწორად გადანაწილების უნარი;
  • პუნქტუალურობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა

თუ თვლით, რომ თქვენი მონაცემები აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:  mariam7beradze@gmail.com . სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!