‘Coffee LAB * ყავის ლაბორატორია" პირველი ქართული კომპანია არის საქართველოში, რომელმაც 2016 წლიდან Specialty ყავის წარმოება დაიწყო და დღეს უკვე წელიწადში 40 ტონაზე მეტი მწვანე მარცვალი შემოაქვს ქვეყანაში და ადგილზე ხალავს ,როგორც საცალო ისე B2B ბიზნესისთვის.
კომპანიაში დღეს დასაქმებულია 150-ზე მეტი თანამშრომელი.
ბრენდი აერთიანებს საცალო მიმართულებით სხვადასხვა კონცეფციის 6 ფილიალს, სადაც წარმოდგენილია როგორც ბარის მენიუ, ისე სამზარეულოს და ბეიქერის მენიუ, ასევე მსოფლიოში წამყვანი ყავის ტექნიკა და აქსესუარები. საცალო მიმართულებით წელიწადში 400 000-მდე სერვისს უზრუნველყოფს.
B2B მიმართულებით 300-ზე მეტ პარტნიორისთვის კომპანია უზრუნველყოფს საუკეთესო ყავის მარცვალს, მსოფლიოში წამყვანი ბრენდების ყავის ტექნიკას, ტრენინგს და სერვისს. ყავის ლაბორატორიის B2B მიმართულება აერთიანებს, როგორც წამყვანი კაფე-ბარების და რესტორნების მიმართულებას ისე კორპორატიულ სექტორს.“
კომპანია "Coffee LAB" ეძებს გუნდის ახალ წევრს შემდეგ პოზიციაზე: მცხობელი.
ძირითადი მოვალეობები:
- პროდუქციის დადგენილი რეცეპტებისა და სტანდარტების შესაბამისად მომზადება.
- სხვადასხვა სახის პურ-ფუნთუშეულის, კრუასანების და ცომის ნაწარმის მომზადება.
- პროდუქტის ხარისხის მუდმივი კონტროლი.
- ცხობის პროცესში ტექნილოგიური სდანდარტის დაცვა.
- სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა.
საჭირო უნარები:
- სასურველია მცხობელის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება, გამოცდილების არ ქონის შემთხვევაში შეძლებთ გაიაროთ ჩვენი სასწავლო პროგრამა.
- გუნდური მუშაობის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
- ჩვენთან შეძლებთ აიმაღლოთ ცოდნა, გაიაროთ პროფესიული სწავლება ცხობის მიმართულებით, შეისწავლოთ სხვადასხვა რეცეპტები და ტექნიკები.
- გარემოს, სადაც შესაძლებლობა გაქვს, იმუშაო პროფესიონალებთან ერთად.
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობას.
- კვებას;
- დაზღვევას;
- კომპანიის ობიექტებზე სპეციალურ ფასს თანამშრომლებისთვის;
- მეგობრულ სამუშაო გარემოს.
სამუშაო პირობები და ბენეფიტები:
სამუშაო დღეები: კვირაში 5 დღე/დღეში 9 საათი (აუცილებელია ღამის სმენებში მუშაობის შესაძლებლობა)
ანაზღაურება: განისაზღვრება გამოცდილების მიხედვით (1000-1500 ლარი)
სამუშაო ადგილი: ნუცუბიძის მე-3 პლატო, გიორგი ძოწენიძის #18
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე მისამართზე:
hr@coffeelab.ge. ელ.წერილის სათაურში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
კანდიდატების შერჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე.
გისურვებთ წარმატებას!
მოცემულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თქვენს მიერ შპს „ ყავის ლაბორატორია„ -სთვის მიწოდებული ინფორმაცია არის უტყუარი. ასევე აცხადებთ თანხმობას თქვენი პერსონალური მონაცემების შენახვა/დამუშავებაზე, რეზიუმეს გამოგზავნიდან 3 წლის ვადით, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.