შპს "G&A GROUP"-ი წარმოადგენს მწარმოებელ კომპანიას, რომელიც 2012 წლიდან ახორციელებს ბრენდი ,,ნობათის’’ გაყინული ხორცპროდუქტების იმპორტს და "რერას" და ,,ხინდას’’ ნახევარფაბრიკატების წარმოება - დისტრიბუციას საქართველოს ბაზარზე.
შპს "G&A GROUP" აცხადებს ვაკანსიას
ლოჯისტიკის/ იმპორტის სპეციალისტი- ს პოზიციაზე.
მდებარეობა - ქ. თბილისი, დემეტრე თავდადებულის 29
ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:
- საერთაშორისო და შიდა ლოჯისტიკური პროცესების მართვა
- ლოგისტიკური კომპანიების ბაზის შექმნა
- ხელშეკრულებების გაფორმება/კონტროლი
- ტენდერების მართვა
- მომწოდებლებთან ურთიერთობა შესაბამის საკითხებზე
- ექსპორტის /იმპორტის (საბაზისო) ცოდნა
- პირველადი დოკუმენტების გადამოწმება
- ანგარიშსწორების მართვა
- საქმიანობის დოკუმენტური წარმოება.
- სავალდებულოა, ინგლისური ენის ცოდნა.
პიროვნული მახასიათებლები:
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- პუნქტუალურობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა.
გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:
hr@gagroup.com.ge სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება,
პერსონალური მონაცემი, რომელიც შპს "G&A GROUP"-ისთვის ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 6 (ექვსი) თვის ვადით. კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, შპს "G&A GROUP -მა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ შპს "G&A GROUP -მა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანიას საკონტაქტო მონაცემებზე:
hr@gagroup.com.ge ან/და ტელეფონის ნომერზე: (2 205 507). გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების შპს "G&A GROUP -სთვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა შპს G&A GROUP -ში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად. წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც შპს G&A GROUP -ში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.