ოფისის მენეჯერი
თარიღები: 17 დეკ - 15 იან 2025
მდებარეობა: ბათუმი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ხელფასი: 1500
განათლება: ბაკალავრი
ენები: ინგლისური რუსული
ადმინისტრაცია:  ოფისის მენეჯმენტი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: hr@anagi.ge
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის თანამდებობაზე.

ადგილმდებარეობა: ბათუმი
სამუშაო გრაფიკი: სრული
ვაკანსიის რაოდენობა: 1
ანაზღაურება: 1500 ლარი (გამოსაცდელ პერიოდში)

მოვალეობები:
  • საოფისე საქმიანობის ადმინისტრირება;
  • საოფისე მარაგების მართვა; საოფისე ავეჯის, საკანცელარიო და საყოფაცხოვრებო ტექნიკის შესყიდვა;
  • ოფისში სისუფთავისა და წესრიგის მონიტორინგი;
  • სტუმართა მიღებისა და ღონისძიებების ორგანიზება, მათ შორის, ყავითა და ჩაით გამასპინძლება.
  • სხვადასხვა ტიპის შეხვედრების დაგეგმვა და შეხვედრებისთვის შესაბამისი გარემოს მომზადება;
  • მივლინებებისათვის ბრძანებების მომზადება და ჯავშნების უზრუნველყოფა;
  • უშუალო უფროსისა და კოორდინატორის მიერ მითითებული სხვადასხვა დავალების შესრულება;
  • სატელეფონო ზარებზე პასუხი;
  • ელექტრონულ ფოსტაზე რეაგირება;
  • კორესპონდენციის სრული ციკლის, შემოსული და გასული კორესპონდენციის ელექტრონულ სისტემაში გატარება ინსტრუქციის შესაბამისად;
  • ოფისის მძღოლების/კურიერების რეესტრის/სარეგისტრაციო ჟურნალების წარმოება;
  • სამუშაო ადგილის (ინტერიერის, ტექნიკური საშუალებებისა და ა. შ.) მოწესრიგება;
  • ვერბალური და წერითი კომუნიკაციის ცოდნა, ოფისში მოსული მომხმარებლებისთვის პასუხების გაცემა ნათლად და გარკვევით;
  • ოფისში მოსული ვიზიტორებისთვის შესაბამისი ახსნა-განმარტების მიცემა ან კომპეტენტურ თანამშრომელთან გადამისამართება ინფორმაციის მისაღებად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი ან სპეციალიზებული განათლება ნებისმიერ სფეროში;
  • სასურველია, სულ მცირე, 6-თვიანი სამუშაო გამოცდილება;
  • სავალდებულოა ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (თურქული ენის ცოდნას მიენიჭება უპირატესობა);
  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: MS Office, Microsoft Excel.

პიროვნული უნარ-ჩვევები:
  • პუნქტუალურობა;
  • როგორც დამოუკიდებელი, ასევე გუნდური მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • საქმის ერთგულება;
  • პრობლემების გადაჭრის უნარი;
  • ორგანიზების უნარი;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • დეტალებსა და შედეგებზე ორიენტირება;
  • სამუშაო დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ან CV ელფოსტის მისამართზე: hr@anagi.ge 2025  წლის 20 იანვრის ჩათვლით. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (ოფისის მენეჯერი), წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
 
გისურვებთ წარმატებას!