ხარისხისა და ტექნოლოგიების კონტროლის სამსახურის ინჟინერი

ზუგდიდი სრული განაკვეთი სამშენებლო კომპანია ანაგი
მივლინება: არა ხელფასი: 1500 - 3000
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული, თურქული
სამშენებლო, უძრავი ქონება: მშენებლობა(ზოგადი)

სამშენებლო კომპანია „ანაგი“ აცხადებს ვაკანსიას ხარისხისა და ტექნოლოგიების კონტროლის სამსახურის ინჟინრის თანამდებობაზე.


ადგილმდებარეობა: ზუგდიდი

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით 09:00 - 18:00 საათამდე 

ანაზღაურება: გამოცდილების შესაბამისად, 1500 ლარიდან 3000 ლარამდე.


მოვალეობები:

  • ობიექტზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების შემოწმება;
  • ყოველდღიური ანგარიში ხელმძღვანელთან;  
  • დეფექტური დოკუმენტების მომზადება; 
  • დეფექტების რეესტრში აღრიცხვა; 
  • სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე, სამუშაო გრაფიკის გახანგრძლივება სამშენებლო ტექნოლოგიის გათვალისწინებით; 
  • სამუშაოს შემოწმების გრაფიკის დაგეგმვა უშუალო ხელმძღვანელთან შეთანხმებით მშენებლობის უწყვეტი პროცესის უზრუნველსაყოფად. 


საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • სასურველია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა, უპირატესობად ჩაითვლება თურქული ენის ფლობა.


პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • პრობლემების გადაჭრის უნარი;
  • ორგანიზების უნარი;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • დეტალებსა და შედეგებზე ორიენტირების უნარი;
  • სამუშაო დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა.


დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ან CV ელფოსტის მისამართზე: vacancy@anagi.ge 2024 წლის 30 დეკემბრის  ჩათვლით.


გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (ზუგდიდი, ხარისხის ინჟინერი) წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.


გისურვებთ წარმატებას!