სამშენებლო კომპანია „ანაგი“ აცხადებს ვაკანსიას ხარისხისა და ტექნოლოგიების კონტროლის სამსახურის ინჟინრის თანამდებობაზე.
ადგილმდებარეობა: ზუგდიდი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით 09:00 - 18:00 საათამდე
ანაზღაურება: გამოცდილების შესაბამისად, 1500 ლარიდან 3000 ლარამდე.
მოვალეობები:
- ობიექტზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების შემოწმება;
- ყოველდღიური ანგარიში ხელმძღვანელთან;
- დეფექტური დოკუმენტების მომზადება;
- დეფექტების რეესტრში აღრიცხვა;
- სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე, სამუშაო გრაფიკის გახანგრძლივება სამშენებლო ტექნოლოგიის გათვალისწინებით;
- სამუშაოს შემოწმების გრაფიკის დაგეგმვა უშუალო ხელმძღვანელთან შეთანხმებით მშენებლობის უწყვეტი პროცესის უზრუნველსაყოფად.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- სასურველია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა, უპირატესობად ჩაითვლება თურქული ენის ფლობა.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- პრობლემების გადაჭრის უნარი;
- ორგანიზების უნარი;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- დეტალებსა და შედეგებზე ორიენტირების უნარი;
- სამუშაო დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
- ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა.
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ან CV ელფოსტის მისამართზე: vacancy@anagi.ge 2024 წლის 30 დეკემბრის ჩათვლით.
გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (ზუგდიდი, ხარისხის ინჟინერი) წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
გისურვებთ წარმატებას!