უსაფრთხოების ადმინისტრატორი
1xP PRIORITY არქი
თარიღები: 17 დეკ - 31 დეკ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ხელფასი: 1000
განათლება: ბაკალავრი
უშიშროება/დაცვა:  დაცვა (ზოგადი)
კომპანია „არქი“,  წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. უკვე წარმატებით დავასრულეთ 50-მდე პროექტი და ამჟამად გვაქვს 20-ზე მეტი მიმდინარე მშენებლობა საქართველოში. 
 
„არქი“-ში ვეძებთ უსაფრთხოების ადმინისტრატორს

და მისი ძირითადი ფუნქციები იქნება: 
  • სტუმრების დახვედრა და შესაბამის თანამშრომელთან გადამისამართება; 
  • ოფისთან დაკავშირებული ტექნიკური პრობლემების იდენტიფიკაცია და აღმოფხვრისთვის შესაბამისი ზომების მიღება; 
  • ოფისის შიდა და გარე პერიმეტრის კონტროლი; 
  • უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკების თავიდან აცილების მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების გატარება; 
  • უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტების, მოულოდნელად წარმოქმნილი საფრთხის დროული იდენტიფიცირება და ადეკვატური რეაგირება; 
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • უმაღლესი განათლება; 
  • სასურველია მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება; 
  • სასურველია სახანძრო უსაფრთხოების და წესების ცოდნა; 
  • დაძაბულ, სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი, ემოციური წონასწორობა. 
 
ჩვენ კი გთავაზობთ: 
  • ჯანმრთელობის დაზღვევას, მუშაობის დაწყებიდან 3 თვის შემდეგ; 
  • სამუშაო დროს: არაუმეტეს 40 საათისა კვირაში; 
  • სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით; 
  • ანაზღაურება: 1000 ლარი (ხელზე ასაღები). 
 
 
თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით შენს CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით: https://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php 
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.  
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება  კომპანიის მონაცემთა ბაზაში.  ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.