შპს "ავერსი–ფარმა" აცხადებს სტაჟიორის ვაკანსიას პროექტების მართვის მენეჯერის თანაშემწის (სააფთიაქო პროექტები) პოზიციაზე
ძირითადი მოვალეობები:
- პროექტების შედგენა/მართვაში მონაწილეობის მიღება;
- შესაბამის კომპანიებთან და აფთიაქებთან კომუნიკაცია დავალების ფარგლებში;
- აფთიაქებში ვიზიტების განხორციელება
- ხელმძღვანელებთან მუდმივი რეპორტი, პროექტის მიმდინარეობის სტატუსის, პროგრესის შესახებ - საჭიროების შემთხვევაში დროული კორექტირება შესაბამის პირებთან შეთანხმებით და ა,შ;
სამუშო განრიგი: 10:00-17:00
სტაჟირების ხანგრძლივობა: 3 თვე.
ანაზღაურება: 500ლ(ნეტ)+ბონუსი
კვალიფიკაცია და მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება/დამამთავრებული კურსის სტუდენტი, სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების, მარკეტინგისა ან მენეჯმენტის მიმართულებით;
- პროექტების მენეჯმენტის, მარკეტინგის და გაყიდვევბის მიმართულებით გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
- ინგლისური(B2) და რუსული ენის(A2) ცოდნა
- MS office-ის (Microsoft Word, Excel, PP, Outlook) ცოდნა.
- კომუნიკაბელურობა;
- შედეგზე ორიენტაცია;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგზავნოთ CV ელექტრონული ფოსტით მისამართზე: vacancy@aversi.ge ან წარმოადგინოთ საბუთები: - ფოტოსურათი 3x4 - 1ც.;
- დიპლომის ასლი;
- პირადობის მოწმობის ასლი;
მისამართზე: ქ. თბილისი, ა. ყაზბეგის 16
ტელ: 2 506 506 (შიდა ნომერი 1576);
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა:
10.01.2025 წელი. გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება.
შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV-ს წარდგენა, გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებელისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 2 Tvის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.