ფინანსური ანალიტიკოსი
თარიღები: 17 დეკ - 27 დეკ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ენები: ინგლისური
ბუღალტერია/ფინანსები:  ფინანსური ანალიტიკოსი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: hr@psp.ge
კომპანია „პსპ ფარმა“ აცხადებს ვაკანსიას ფინანსური ანალიტიკოსის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:
  • ყოველთვიური რეპორტინგის წარმოება (მმართველობითი ფორმები და ფინანსური ანგარიშგების ფორმები);
  • ყოველწლიური ფინანსური აუდიტის პროცესის მართვა;
  • “ფასს” სტანდარტებთან შესაბამისობის კონტროლი და ახალი სტანდარტების დანერგვა;
  • წლიური ბიუჯეტის შედგენა და შემდგომი ანალიზი; ფაქტიურ მონაცემებთან შედარება და გადახრების იდენტიფიცირება და გამოკლვევა;
  • წლის განმავლობაში ფინანსური მდგომარეობის, შედეგებისა და ფულადი სახსრების მოძრაობის პროგნოზირება;
  • კოეფიციენტების ანალიზი კომპანიის ფინანსური მდგომარეობის გამოვლენისთვის და კონტროლისთვის;
  • ანალიტიკური რეპორტების წარმოება; 
  • ფინანსური/ეკონომიკური მაჩვენებლების ანალიზი და მათი კომპანიაზე გავლენის იდენტიფიცირება;
  • მონაცემების ანალიტიკის იდეების გენერირება და ანალიტიკური დავალების დაწერის უნარი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა, განსაკუთრებით Excel -ის სრულყოფილი ცოდნა;
  • ACCA - F1-F9, CFA Level 1 ჩაითვლება უპირატესობად; 
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • ინგლისური ენის ცოდნა;

პიროვნული თვისებები:
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • გამართული პრეზენტაციის ჩატარების უნარები; 
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების უნარი;
  • ეფექტური წერითი და ვერბალური კომუნიკაცია.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ განაცხადი შემდეგ ელ.ფოსტის მისამართზე: hr@psp.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის  27 დეკემბერი.