სს "ოპპა", რომელიც ოპერირებს Paybox-ის ბრენდის სახელწოდებით, საქართველოს ფინანსურ ტექნოლოგიურ ბაზარზე 2007 წლიდან საქმიანობს და ყოველდღიურად 350 000-მდე მომხმარებელს ემსახურება. ფლობს თვითმომსახურების სწრაფი გადახდის ტერმინალებს, რომელთა საშუალებითაც 8500 -მდე გადახდის წერტილს ფარავს მთელი ქვეყნის მასშტაბით და 1000-მდე სერვისის გადახდაა შესაძლებელი. კომპანიაში 200-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული.
Paybox აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: უფროსი სპეციალისტი HR-ში
პოზიციის მიზანი: HR ადმინისტრაციული პროცესების მხარდაჭერა.
რას გააკეთებ:
- მართავ HR ადმინისტრაციული პროცესების სრულ ციკლს დადგენილი ვადებსა და კომპანიაში არსებული პროცესების შესაბამისად;
- უზრუნველყოფ შრომითი ხელშეკრულებების, დანართების მომზადებას და შესაბამისი ვიზირების პროცესს;
- მართავ სხვადასხვა ტიპის ბრძანებების, როგორიცაა შვებულება, მივლინება, პრემირება თუ სხვა ადმინისტრირების პროცესს;
- უზრუნველყოფ თანამშრომლის აყვანისა და გათავისუფლების მხარდამჭერ ადმინისტრაციულ პროცესებს;
- აწარმოებ სხვადასხვა ტიპის ბაზებს;
- უზრუნველყოფ სადაზღვევო, ასევე სატელეფონო მომსახურების პროვაიდერ კომპანიასთან ურთიერთობას თვის ჭრილში მიმდინარე ცვლილებების ადმინისტრირების მიზნით;
- მართვ სამუშაო დროის აღრიცხვიანობას;
- უზრუნველყოფ სხვადასხვა HR ადმინისტრირებასთან დაკავშირებული პროცესების აღსრულებას.
მნიშვნელოვანია გქონდეს:
- უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების ან სოციალური მეცნიერებების მიმართულებით, დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება საშუალოდ 1 წელი;
- ინგლისური ენის ცოდნა;
- საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office).
მნიშვნელოვანია:
- იყო დეტალებზე ორიენტირებული;
- გქონდეს თვითორგანიზების უნარი;
- გქონდეს პარალელურად სხვადასხვა საქმიანობების მართვის და პრიორიტეტიზაციის უნარი;
- შეგეძლოს საკუთარი აზრის, ინიციატივების გამოხატვა;
- იყო ინტერესიანი და გქონდეს განვითარების სურვილი;
- გქონდეს კრიტიკული აზროვნებისა და მსჯელობის უნარი;
- გქონდეს კომუნიკაციის უნარები;
- იყო ემპათიური;
ჩვენ გთავაზობთ:
- სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- Fitpass;
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე მისამართზე career@paybox.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნით განაცხადს. გაცნობებთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას სს "ოპპა"- მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და თავსებადობის შემთხვევაში განიხილოს სხვა ვაკანტურ პოზიციაზეც.
სს “ოპპას” შერჩევის პროცესი თავისუფალია ყველა სახის დისკრიმინაციისგან, ითვალისწინებს და აკმაყოფილებს პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპებს და მოქმედებს დიკრიმინაციის აკრძალვის ფარგლებში. გამოხატული დისკრიმინაციის შემთხვევაში შეგიძლია მოგვმართოთ ცხელ ხაზზე: 2 303 308.