ოფის მენეჯერი
თარიღები: 16 დეკ - 27 დეკ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ენები: ინგლისური
ადმინისტრაცია:  ოფისის მენეჯმენტი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: info@wilbour.com
ვილბურ ჰოლდინგი შვილობილი კომპანიების სახით აერთიანებს სხვადასხვა წარმატებულ ბიზნესს, როგორიცაა IZIPIZI PARIS, Custom Spa, სარეკლამო კომპანიები, უძრავი ქონების კომპანიები, სასტუმრო ქალაქის ცენტრში-რუსთაველის გამზირზე, სასოფლო-სამეურნეო პროექტები.
კომპანიის მიმართულებები მრავალფეროვანი და დივერსიფიცირებულია. ამგვარად ჩვენ ვუწყობთ ხელს ჩვენი დასაქმებულების პროფესიულ განვითარებას.
თუ საინტერესოა მუდმივად განვითარებად გარემოში მუშაობა შემოუერთდით Wilbour Holding-ის გუნდს!
კომპანია ვილბურ ჰოლდინგი აცხადებს ვაკანსიას ოფის მენეჯერის პოზიციაზე

ძირითადი მოვალეობები:
  • ოფისში შემოსულ სატელეფონო ზარებზე პასუხის გაცემა და შესაბამის განყოფილებასთან გადამისამართება;
  • კომპანიის შემოსული/გასული კორესპონდენციის წარმოება. საფოსტო გზავნილების მიღება-გადამისამართება/გაგზავნის ორგანიზება;
  • ოფისის სტუმრების მიღება/დახვედრა და შესაბამისი კოორდინაცია;
  • ადმინისტრაციის დოკუმენტების მომზადებასა და დოკუმენტბრუნვის მოწესრიგებაში ჩართულობა;
  • დამკვეთებისა და ვიზიტორებისათვის, კვალიფიციური ინფორმაციის მიწოდება;
  • ოფისის დიასახლისის და ოფისის კეთილმოწყობისთვის დაქირავებულ პირთა სუპერვიზია და კონტროლი;
  • საკანცელარიო და სამეურნეო საქონლით მომარაგების პროცესში ჩართულობა;
  • უშუალო ხელმძღვანელისაგან მიღებული სხვადასხვა დავალების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • განათლება რელევანტურ სფეროში;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა (Word, Excel, PowerPoint);
  • ინგლისური ენის ცოდნა საშუალო დონეზე;
  • უპირატესად ჩაითვლება მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული მახასიათებლები:
  • გამართულად მეტყველების უნარი;
  • შემოქმედებითი, კრეატიული და პროგრესული ხედვა;
  • ორგანიზებულობა, სამუშაოს დაგეგმვისა და დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • პუნქტუალურობა და გუნდური მუშაობის უნარი.

სამუშაო პირობები:
  • სამუშაო ადგილი - ქ.თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. 37მ
  • გრაფიკი - კვირაში 5 დღე, 11:00-19:00;
  • დასვენება - შაბათი, კვირა;
  • ანაზღაურება - შეთანხმებით;
  • ჯანრმთელობის დაზღვევა.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: info@wilbour.com