HR მენეჯერი
1xP PRIORITY ალგანი
თარიღები: 22 დეკ - 14 იან 2025
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: ბაკალავრი
ადამიანური რესურსები:  HR მენეჯერი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: hr@algani.ge

დაცვის კომპანია ალგანი დაარსდა 2004 წელს, ამბიციური ხედვით, თანმიმდევრული პოლიტიკითა და საქმის პროფესიონალიზმით კომპანია მალევე გახდა უსაფრთხოების უზრუნველყოფის ბაზრის ლიდერი საქართველოში. დღეს ალგანის პორთფოლიო 10,500-ზე მეტ ორგანიზაციასა და კერძო პირს მოიცავს. კომპანია ორიენტირებულია საქართველოში უსაფრთხოების თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სერვისების დანერგვასა და მიწოდებაზე. დღეისათვის ალგანში დასაქმებულია 1300-ზე მეტი ადამიანი, რომლებიც ყოველდღიურად უზრუნველყოფენ უსაფრთხოებას მთელი ქვეყნის მასშტაბით


"ალგანი" აცხადებს ვაკანსიას HR მენეჯერის პოზიციაზე

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი

სამუშაო განაკვეთი: სრული განაკვეთი


ფუნქცია-მოვალეობები:

  • კომპანიის შიდა დოკუმენტების (მათ შორის შინაგანწესის, ინსტრუქციების, პროცედურების, შრომითი ხელშეკრულების, HR პოლიტიკის დოკუმენტის) შემუშავება ან/და განახლება, მომზადებული შინაარსის, განხორციელების შეფასება; 
  • ორგანიზაციული კულტურის განვითარების ხელშეწყობა; 
  • თანამშრომელთა მოზიდვისა და ადაპტაციის პროცესის ერთიანი სისტემის შემუშავება, მართვა და დანერგვა, მიმდინარეობის ანალიზი; 
  • თანამშრომლთა მოტივაციასა და შენარჩუნებაზე ზრუნვა, 
  • თანამშრომელთა შერჩევის პროცესის მართვა (რეზიუმეების გადარჩევა, დაბარება, ტესტირება);
  • სამუშაო აღწერილობების მომზადება და პერიოდული განახლება;
  • პერსონალის მართვა და დენადობის კონტროლი;
  • HR რეპორტინგის წარმოება და ანალიზი;
  • უშუალო ხელმძღვანელის მიერ, პოზიციისა და კომპეტენციიდან გამომდინარე, სხვა, საქმესთან დაკავშირებული დავალებების შესრულება.


სამუშაო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (ფსიქოლოგიის, ბიზნეს ადმინისტრირების ან სოციალური მეცნიერებების მიმართულებით);
  • სავალდებულოა აღნიშნული მიმართულებით მენეჯერულ პოზიციაზე მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
  • საქართველოს შრომის კანონმდებლობის კარგად ცოდნა;
  • ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ფლობა.


პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • პრინციპების დაცვით საქმიანობის წარმართვის უნარი;
  • პირადი და კომპანიის რესურსების ეფექტიანი განაწილების უნარი;
  • პრიორიტეტების განსაზღვრის, პასუხისმგებლობის აღების უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • კონფლიქტური და კრიზისული სიტუაციების ეფექტური მართვის უნარი;


დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@algani.ge და ელექტრონული წერილის სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.


დაცვის კომპანია "ალგანში" თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს.

გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დაცვის კომპანია "ალგანის" მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

დაცვის კომპანია "ალგანი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!