საკრედიტო ოფიცერი

ოზურგეთი სრული განაკვეთი ექსპრეს კაპიტალი +
მივლინება: არა ხელფასი: 700 +ბონუსი
საბანკო: SME საკრედიტო ოფიცერი
შ.პ.ს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია express capital +  არის საფინანსო კომპანია , რომელიც სთავაზობს მომხმარებელს ადვილ, სწრაფ და კომფორტულ ფინანსურ სერვისს. კომპანია ორიენტირებულია  მოკლევადიანი დაკრედიტების მომსახურებით, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებზე. შ.პ.ს express capital +   უმთავრეს ღირებულებას წარმოადგენს მისი გუნდი. ის შედგება ნიჭიერი და პროფესიონალი ხალხისგან, რომლებიც სრულად იყენებენ თავიანთ პოტენციალს.
 
ჩვენ გთავაზობთ სასიამოვნო გარემოს და სამუშაო პირობებს თქვენი პროფესიული და პიროვნული ზრდისთვის. 
express capital +   გთავაზობთ შემოუერთდეთ ჩვენს კომპანიას შემდეგ პოზიციებზე:
საკრედიტო ოფიცერი -   ოზურგეთი

ფუნქციები და მოვალეობები: 
  • საკრედიტო ბაზრის შესწავლა და ანალიზი;
  • კლიენტების მოძიება და მოზიდვა;
  • საინფორმაციო ბროშურების მიზნობრივი გავრცელება;
  • პოტენციური კლიენტისათვის სესხის პირობების გაცნობა, პროდუქტის უპირატესობების წარმოჩენა;
  • საკრედიტო განაცხადის მომზადება და კომიტეტისთვის გადაგზავნა;
  • საკრედიტო პორთფელის ხარისხის მართვა;
  • მიმდინარე ვადაგადაცილებულ კლიენტებთან ვიზიტი თანხის გადახდევინების მიზნით;
  • პრობლემურ მსესხებლებთან ურთიერთობა. სესხის დროული დაფარვის უზრუნველყოფის მიზნით, მათთან მოლაპარაკების წარმოება;
  • ნაღდი ფულის მიღება;
  • მატერიალური პასუხისმგებლობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • სასურველია მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება  მცირე ბიზნესის დაკრედიტების გამოცდილებით საბანკო ან/და მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში; 
  • ქართული ენის სრულყოფილად ფლობა;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა.

სხვა მოთხოვნები:
  • გამართული მეტყველება;
  • დამარწმუნებელი კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
  • ემოციური მდგრადობა (გაწონასწორებულობა);
  • კონფლიქტების არიდებისა და გადაწყვეტის უნარი;
  • პრინციპულობა და შეუპოვრობა მუშაობაში;
  • სისხარტე მუშაობაში;
  • ინტენსიური დატვირთვის პირობებში მუშაობის უნარი.

სამუშაო პირობები:
  • სრული განაკვეთი; კვირაში 6 სამუშაო დღე ორშაბათი-პარასკევი 10:00 - 18:00 სთ; შაბათი : 10;00 – 14:00 საათამდე
  • გამოსაცდელი ვადა: მინიმუმ 1 თვე;
  • ანაზღაურება:  700 ლარი + მოქნილი ბონუსი;
  • კორპორატიული ულიმიტო სასაუბრო მობილურის ნომერი;

ჩვენ  გთავაზობთ : 
დინამიურ და საინტერესო სამსახურს, ამბიციურ და პროფესიონალ გუნდთან ერთად
სამუშაოს სწრაფად მზარდ მიკროსაფინანსო კომპანიაში, რომელიც ოპერირებს საინტერესო და კონკურენტულ სფეროში.
პროფესიულ წინსვლასა და განვითარებას 

გთხოვთ, ატვირთოთ თქვენი CV  შემდეგ საფოსტო მისამართზე: express.capital.plus@gmail.com

P.S. განაცხადი არ განიხილება თუ:
1. არ იქნება  აპლიკანტის ფოტოსურათი;
2. განაცხადში არ იქნება მითითებული აპლიკანტისათვის მისაღები მინიმალური ხელფასი.
3.ასევე, ტექსტში მიუთითეთ თქვენი აზრით თვეში საშუალოდ რამდენი პოტენციური მსესხებელის მოზიდვას შეძლებთ?