ვერცხლის ქუჩაზე მდებარე, 21 ნომრიანი სასტუმრო, ტერასით და ძველი თბილისის შესანიშნავი ხედებით, "Silver 39 Corner Hotel" აცხადებს ვაკანსიას ღამის ცვლის ადმინისტრატორის პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი (2 ღამე მუშაობა 2 ღამე დასვენება)
ანაზღაურება: 950 ლარი.
მიმღების თანამშრომლის ძირითადი ფუნქციები იქნება:
- სტუმრის მიღება და რეგისტრაციის პროცედურის წარმართვა
- სტუმრის შესახებ ინფორმაციის პროგრამაში ასახვა
- სტუმრის მიერ გადასახდელი/გადახდილი თანხების აღრიცხვა და გადახდების მუდმივი კონტროლი
- შემომავალ ზარებზე პასუხი და ზარის გადამისამართება
- სასტუმროს ფასების და მომსახურების შესახებ სტუმრებისთვის სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება
- სტუმრის ბარათის შემოწმება პრეავტორიზაციისთვის
- ელექტრონული გასაღების რეგისტრაცია/გაუქმება
- გაყიდული და გასაყიდი ოთახების მართვა პროგრამაში
- სერვისთან დაკავშირებული, სტუმრის ყველა მოთხოვნის უზრუნველყოფა
- დასუფთავების დეპარტამენტის ინფორმირება Check-in და Check-out -ზე;
- დასუფთავების დეპარტამენტის ინფორმირება მასზედ, რომ ნომერი გათავისუფლდა და საჭიროებს დალაგებას
- მიმღების სივრცის სისუფთავისა და წესრიგის კონტროლი
- სამუშაოსთან დაკავშირებული სხვა მითითებების შესრულება
მიმღების თანამშრომლის პოზიციაზე ძირითად მოთხოვნებს წარმოადგენს:
- უცხო ენების (ინგლისური, რუსული) სრულყოფილად ცოდნა
- აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (მინიმუმ 6 თვე)
- სასურველია პროგრამა ,,FIDELIO’’ს ცოდნა
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი
- სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი
- გუნდური მუშაობის უნარი
თუ აკმაყოფილებთ ზემოთ მოცემულ მოთხოვნებს, გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: hotel@silver39.ge გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.