წარმოების დაგეგმვის ინჟინერი

რუსთავი სრული განაკვეთი HH Recruitment
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული
წარმოება/ოპერაციები: აწყობა/ხაზი/ინჟინერი, დაზგის ოპერირება, მეტალი/შედუღება, მძიმე წარმოება, პროცესები ინჟინერია, განყოფილების უფროსი, ხაზის ოპერატორი
HH Recruitment (www.HH.ge) ეძებს კანდიდატს, წარმოების დაგეგმვის ინჟინრის პოზიციაზე რუსთავში, ერთ-ერთი წამყვანი მეტალურგიული ქარხნისთვის

ძირითადი მოვალეობები:
  • ჩართულობა მოთხოვნებზე ტექნიკური ექსპერტიზის ჩატარებისას;
  • შეკვეთების რეესტრის წარმოება საამქროს დონეზე;
  • მიღებული შეკვეთების შესრულებისთვის რესურსების ხელმისაწვდომობის ანალიზი საამქროს დონეზე;
  • მიღებული შეკვეთების წარმოებისთვის საჭირო რესურსების მოთხოვნის პროცესში მონაწილეობა;
  • მიღებული შეკვეთების ეტაპობრივი დაგეგმვა საამქროს დონეზე;
  • მიღებული შეკვეთების შესრულების ეტაპობრივი მონიტორინგი და აღრიცხვა საამქროს დონეზე;
  • მიღებული შეკვეთების შესრულებისთვის რესურსების ხარჯვის ანალიზი საამქროს დონეზე;
  • ჩართულობა რესურსების ტექნიკური ხარჯვის ნორმების შემუშავებისას საამქროს წარმოებაში შეკვეთების შესასრულებლად.
 
ძირითადი მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება, სასურველია ინჟინერიის მიმართულებით;
  • განიხილებიან სამრეწველო წარმოების დაგეგვაში გამოცდილების მქონე კანდიდატები და ასევე კანდიდატები გამოცდილების გარეშე;
  • MS Office;
  • ინგლისური და რუსული ენა საკომუნიკაციო დონეზე 
 
დამატებითი ინფორმაცია:
  • 5 სამუშაო დღე (09:00-18:00)
  • სამედიცინო დაზღვევა;
  • კვება, ტრანსპორტირება
 

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოეხმაუროთ აღნიშნულ ვაკანსიას მეილზე: recruitment14@hh.ge