უნივერსალური ოპერატორი

თბილისი სრული განაკვეთი სილქ ბანკი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: რუსული, ინგლისური
საბანკო: ბანკის ოპერატორი
სს „სილქ ბანკი“ აცხადებს ვაკანსიას თბილისის უნივერსალური ოპერატორის პოზიციაზე 24 საათიანი სამუშაო გრაფიკის მქონე სერვის-ცენტრში, რომელიც მდებარეობს სასტუმრო რედისონში.

სამუშაო ადგილი: თბილისი, პირველი რესპუბლიკის მოედანი N1 (სასტუმრო რედისონი);
სამუშაო განაკვეთი: 8 საათიანი მცოცავი გრაფიკი, ღამის ცვლის გათვალისწინებით;

დამატებითი ბენეფიტები:
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • სასიამოვნო სამუშაო გარემო.

ფუნქცია-მოვალეობები:
  • ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის მომსახურების გაწევა ბანკში არსებული მომსახურების წესებისა და სტანდარტების შესაბამისად (ფულადი გზავნილების მიღება-გაგზავნის პროცედურების უზრუნველყოფა, ვალუტის კონვერტაცია, კომუნალური გადასახადები საბიუჯეტო და კომერციული გადარიცხვები და სხვა);
  • კლიენტებისვის ანგარიშების გახსნის/დახურვის პროცედურების შესრულება და ანგარიშების მართვა (უნაღდო და ნაღდი ოპერაციების წარმოება);
  • მომხმარებლებისთვის ბანკში არსებული პროდუქტების შეთავაზება და საბანკო პროდუქტების გაყიდვაში აქტიური მონაწილების მიღება;
  • დაინტერესებული მომხმარებლებისთვის ინფორმაციის ამომწურავად მიწოდება და ეფექტური მომსახურება;
  • სხვა დაკავშირებული ამოცანების შესრულება.

სამუშაო გამოცდილება:
  • სასურველია ფინანსურ სექტორში  მუშაობის  1 წლიანი გამოცდილება;
  • სასურველია საბანკო პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება (ბაკალავრის ხარისხი) ასევე განიხილებიან დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც.
  • უპირატესობა მიენიჭებათ ეკონომიკის/ფინანსების/საბანკო საქმის მიმართულების განათლების მქონე პირებს;
  • სასურველია ინგლისური და რუსული ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე; 
  • საოფისე პროგრამების ცოდნა.

უნარები და პიროვნული მახიასიათებლები:
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ეფექტური კომინიკაციის უნარი;
  • ორგანიზებულობა და შედეგზე ორიენტირებულობა; 
  • დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
  • თავაზიანობა.

კანდიდატები გაივლიან ანაზღაურებად სტაჟირებას
დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელ. მისამართზე: hr@silkbank.ge და წერილის სათაურში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - თბილისის უნივერსალური ოპერატორი.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 12 იანვარი 

გაცნობებთ, რომ ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შემდგომი დასაქმების მიზნით, სს „სილქ ბანკი“ ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონის შესაბამისად. ვაკანსიაზე CV-ის გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას, ბანკის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების თაობაზე.