კომუნიკაციის მენეჯერი

მივლინება: არა
ტრენინგ-კურსები/სასწავლო პროგრამები: განათლების სექტორი
შპს ქართულ  - ამერიკული  სკოლა  პროგრესის კომუნიკაციის მენეჯერი

ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესი აცხადებს ვაკანსიას კომუნიკაციის მენეჯერის პოზიციაზე ქალაქ თბილისში.

ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესი ერთ-ერთი ლიდერი საგანმანათლებლო ქსელია საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით აერთიანებს  სამ უმსხვილეს კამპუსს ქ. თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში
„პროგრესი“ 2002 წელს დაარსდა  და ლიცენზირებულია ორმაგი ავტორიზაციით: სახელმწიფო და ამერიკული სკოლებისა და კოლეჯების უმაღლესი საბჭოს - „College Board”-ის მიერ. 
„პროგრესს“ ასევე მოპოვებული აქვს ამერიკული უმაღლესი სკოლის აკრედიტაცია „Advanced,“ ამერიკული სკოლების მააკრედიტირებელი ორგანოს მიერ.
ეს ყოველივე „პროგრესს“ ანიჭებს ოფიციალურ უფლემოსილებას ასწავლოს ინტეგრირებულად ორმაგი სტანდარტითა და კურიკულუმით და გასცეს ამერიკული უმაღლესი სკოლის ატესტატი/დიპლომი საქართველოში! 
ამავდროულად ქართველ და უცხოელ მოსწავლეებს სკოლის პერიოდშივე აქვთ საშუალება მოემზადონ ამერიკული წინა-საუნივერსიტეტო პროგრამებისთვის და ჩააბარონ საგნობრივი AP გამოცდები, რომელიც საერთაშორისო უნივერსიტეტებში აღიარებულია კრედიტებად! 
მოსწავლეთა წარმატებულ მომავალზე ზრუნვა, მათი მუდმივი განვითარება სწავლის პროცესში დასავლური სტანდარტების ინტეგრირებითა და ამერიკის უნივერსიტეტში სწავლის ხელშეწყობა ბრენდის მთავარი და უწყვეტი მისიაა!

დეტალური ინფორმაცია პროგრესის საქმიანობის შესახებ, იხილეთ: 

თანამდებობის დასახელება: მომხმარებელთან კომუნიკაციის მენეჯერი
ადგილების რაოდენობა: 1
სამსახურის ადგილმდებარეობა:  ქ. თბილისი, ანა პოლიტკოვსკაიას ქ.N39.
გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, სრული (9 დან 5 საათამდე (1 საათი შესვენება))
ანაზღაურება: დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებაზე

პოზიციის მიზანი
კომუნიკაციის მენეჯერი პასუხისმგებელია მომხმარებლებთან (მოსწავლეები და მშობლები) პირდაპირი კომუნიკაციის მართვაზე. კომუნიკაციების მენეჯერი უზრუნველყოფს სასწავლო დაწესებულებაში დანერგილი პროგრამებისა და პირობების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას, იურიდიული დოკუმენტაციის მართვას და ხელშეკრულებების გაფორმების პროცესს. ასევე კოორდინაციას უწევს მომხმარებელთა მხარდაჭერას და მათგან უკუკავშირის შეგროვებას.

ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები
  • არსებული კომუნიკაციის სტანდარტების გათვალისწინება, განახლება შექმნა და დანერგვა
  • ხელმძღვანელთან ერთად კომუნიკაციის ეთიკური სტანდარტების შემუშავება და დანერგვა.
  • მომხმარებელთან კომუნიკაციების არხების მართვა.
  • სატელეფონო, ელ.ფოსტა და სასაუბრო არხების მართვა.
  • სკოლაში კომუნიკაციის ხარისხის მუდმივი მონიტორინგი და გაუმჯობესება.
  • მომხმარებლებისგან უკუკავშირის შეგროვება და ანალიზი.
  • უკუკავშირის საფუძველზე გაუმჯობესებების შემუშავება.
  • მშობლებთან და მოსწავლეებთან ურთიერთობა
  • სკოლის პროგრამებისა და სიახლეების დეტალური გაცნობა.
  • პირველადი შეხვედრების ორგანიზება ახალ და პოტენციურ მოსწავლეებთან და მათ მშობლებთან.
  • საჭიროების შემთხვევაში, შეხვედრების დაგეგმვა აკადემიურ დირექტორთან ან შესაბამის ხელმძღვანელთან.
  • მშობლებთან და მოსწავლეებთან ურთიერთობისას სკოლის ეთიკური ნორმების დაცვა.
  • იურიდიული დოკუმენტაციის მართვა ხელშეკრულების გაფორმება, მომხმარებელთან შეთანხმებული სახელშეკრულებლო ვალდებულებების შემდგომი მონიტორინგი, უკუკავშირი და ანალიზი
   
რეგისტრაციის/დოკუმენტბრუნვის პროცესის მართვა
  • მოსწავლეების რეგისტრაციის პროცესის სრული კოორდინაცია.
  • რეგისტრაციის (მიღება/გადასვლა) ფორმების განახლება და სისტემის მუდმივი გაუმჯობესება.
  • მშობლებისგან საჭირო დოკუმენტაციის შეგროვება და გადამოწმება.

საქართველოს მოქალაქე მოსწავლეებისთვის ხელშეკრულების ფორმის გაცნობა და გაფორმება.
  • საერთაშორისო მოსწავლეებისთვის შესაბამისი იურიდიული დოკუმენტების მოთხოვნა და კონტროლი.
  • დოკუმენტაციის გადამოწმება, სრულყოფილად შევსების უზრუნველყოფა და საქმისწარმოების სამსახურთან გადამისამართება.
  • მშობლების მიერ წარმოდგენილი იურიდიული დოკუმენტების დროული დამუშავება და სკოლის ბაზაში რეგისტრაცია.

საკომუნიკაციო არხების მართვა და განვითარება
  • მშობლებსა და მასწავლებლებს შორის საკომუნიკაციო არხების ოპტიმიზაცია.
  • PR გუნდთან ერთად საკომუნიკაციო კამპანიების დაგეგმვა და განხორციელება.
  • შიდა კომუნიკაციის პროცესების გაუმჯობესება და ინფორმაციის დროული განახლება.

ინფორმაციის მიწოდება და მხარდაჭერა
  • საგანმანათლებლო სიახლეებისა და ინოვაციური პროექტების შესახებ დროული ინფორმაციის გავრცელება.
  • მშობლებთან და მოსწავლეებთან ნებისმიერი ცვლილების ან სიახლის შესახებ კომუნიკაციის მართვა.

კომუნიკაციის მენეჯერი ამავდროულად:
  • პასუხისმგებელია სკოლაში, დამრიგებლებს, მოსწავლეებსა და მშობლებს შორის არსებული საკომუნიკაციო ენისა თუ სტანდარტის დახვეწაზე, რათა ამ სამ რგოლს შორის კომუნიკაცია ეხმიანებოდეს სკოლაში დანერგილ ეთიკურ სტანდარტებს;
  • კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელობის ცალკეული დავალებების შესრულება, რაც არ სცდება მოქმედ კანონმდებლობასა და სკოლის შიდა სამართლებრივ თუ ეთიკურ სტანდარტებს.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

განათლება:
  • სასურველია კვალიფიკაცია  ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი  ბიზნეს ადმინისტრირების, კომუნიკაციების, PR-ის, ან მარკეტინგის მიმართულებით, ან/და მასთან მომიჯნავე მიმართულებით;
  • ინგლისური ენის ცოდნა B1 დონეზე;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ძალიან კარგი ცოდნა;

სამუშაო გამოცდილება:
სასურველია სამუშაო გამოცდილება, გაყიდვების,მომხმარებელთან ურთიერთიბის, კომუნიკაციების, PR-ის ან მარკეტინგის სფეროში (განათლების სფეროში გამოცდილება უპირატესობად ჩაითვლება).

უცხო ენების ცოდნა:
ინგლისური B1 დონე (მეტყველება და წერა).

აუცილებელი უნარები
  • ეფექტური კომუნიკაციისა და ურთიერთობის დამყარების უნარი.
  • იურიდიულ დოკუმენტებთან მუშაობის უნარი.
  • MS Office-ის პროგრამების ცოდნა (Word, Excel, PowerPoint).
  • დროის მართვისა და ორგანიზების უნარი.
  • ემპათია, მოქნილობა და დამოუკიდებლობა.
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
  • მოლაპარაკების წარმოების უნარი.

ანგარიშგება
წერილობითი ანალიზის სახით ანგარიში: II და IV კვარტალში უშუალო ხელმძღვანელთან, (საჭიროებისამებრ თვეში ერთხელ)

მომხმარებელთა კომუნიკაციების შედეგების და სტატისტიკის რეპორტინგი.
 მომხმარებელთა კმაყოფილების კვლევის ჩატარება.

კონკურსანტთა მიერ დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადებია: 
2024  წლის 12  დეკემბრიდან  – 30 დეკემბრამდე.

დაინტერესებულმა აპლიკანტებმა საკუთარი რეზიუმე გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hrtbilisi@schoolprogress.ge;  

Subject ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: ,,კომუნიკაციების მართვის მენეჯერი",  წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
საბუთების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2024 წლის  30 დეკემბერი.
ორგანიზაცია გასაუბრებისთვის დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ აპლიკანტებს.
თქვენი მონაცემები დამუშავდება და შეინახება კონფიდენციალურობის სრული დაცვით.
სკოლა პროგრესი მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის და გისურვებთ
წარმატებებს!
დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: +995 577110098