შპს „ავერსის კლინიკა“ აცხადებს ქიმიოთერაპიული სამსახურის ექთნის ვაკანსიას მარნეულის ფილიალში. (თბილისიდან მარნეულის ფილიალში ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს ‘’ავერსის კლინიკა’’) კვალიფიკაცია და მოთხოვნები : - უმაღლესი სამედიცინო განათლება;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- კომუნიკაბელურობა;
- პასუხისმგებლობა;
- სტრესული სიტუაციების მართვა.
დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ CV ელექტრონული ფოსტით მისამართზე hr_clinic@aversi.ge . ელ. ფოსტის საგნის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება ქიმიოთერაპიული სამსახურის ექთანი (მარნეული) წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი მონაცემები არ განიხილება. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა : 25/12/2024. თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება შრომითი ურთიერთობების დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გისურვებთ წარმატებას!