ფართების მოძიების სპეციალისტი

ქუთაისი სრული განაკვეთი მაღაზიათა ქსელი ორი ნაბიჯი
მივლინება: არა
მართვის მოწმობა: B
გაყიდვები: გაყიდვები(ზოგადი)
"2 ნაბიჯი" ქართული საცალო ვაჭრობის სფეროს გამოკვეთილი ლიდერია. კომპანია მუდმივად ზრდაზეა ორიენტირებული. დღეისათვის "2 ნაბიჯი" მთელი ქვეყნის მასშტაბით 500-ზე მეტი მაღაზიით არის წარმოდგენილი და მომხმარებელს მისგან 2 ნაბიჯში, ყოველდღიური მოხმარების პროდუქტებზე ხელმისაწვდომ ფასებსა და კომფორტულ გარემოს სთავაზობს. 2022 წლიდან ამოქმედდა კომპანიის ონლაინ მაღაზია, რომელიც ხელმისაწვდომია როგორც ვებ ფორმატში, ასევე აპლიკაციის სახით 
 
"2 ნაბიჯი" ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია შრომის ბაზარზე, ამჟამად კომპანია 5000-მდე თანამშრომელს ითვლის. ჩვენი მიზანია, მივაღწიოთ მაქსიმალურ ეფექტიანობას და გვჯერა, რომ ამ მიზნის მიღწევას მხოლოდ საუკეთესო პროფესიონალების გუნდით მოვახერხებთ. 
 
კომპანია „2 ნაბიჯი“ აცხადებს ვაკანსიას „ფართების მოძიების სპეციალისტის“ პოზიციაზე ბიზნესის განვითარების დეპარტამენტში, ქუთაისში
სამუშაო გრაფიკი: სრული, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 
სამუშაო საათები: 09:00 – 18:00 სთ 
ვაკანტური პოზიციის რაოდენობა: 1 
სამუშაო არეალი: ქუთაისი, იმერეთისა და სამეგრელოს რეგიონი 
 
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: 
  • ახალი მაღაზიების გახსნის მიზნით კომერციული ფართების მოძიება ქუთაისის, იმერეთისა და სამეგრელოს რეგიონში, კომპანიაში დადგენილი სტანდარტების მიხედვით. 
  • ფართთან დაკავშირებული ფიზიკურ მახასიათებლებზე ინფორმაციის მოძიება კომპანიაში არსებული პარამეტრების  მიხედვით. 
  • ფართის ნახაზის მომზადების მიზნით, აუთსორსზე არსებულ კომპანიასთან კომუნიკაცია და მათი სამუშაოს მონიტორინგი. 
  • მოძიებული ფართების შესახებ რეპორტინგი უშაუალო ხელმძღვანელთან. 
  • ფართის მეპატრონესთან მოლაპარაკების პროცესის მართვა უშალო ხელმძღვანელის სუპერვიიზიით. 
  • სახელშეკრულებო პირობების უშუალო ხელმძღვანელისგან დადასტურების და ფართის მეპატრონესთან მოლაპარაკების შედეგ ხელშეკრულების ფიზიკურად გაფორმების ორგანიზება. 
  • ხელშეკრულების გაფორმებიდან ფართის გადმოცემამდე კომუნიკაცია ფართის მეპატრონესთან, პროცესის მიმდინარეობის მონიტორინგი და ინფორმაციის მიწოდება დეპარტამენტის ხელმძღვანელისთვის. 
  • პასუხისმგებლობის გეოგრაფიულ არეალში კონკურენტების ანალიზი. 
  • რეგულარული რეპორტინგი მოძიებული ფართების შესახებ. 
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები: 
  • აუცილებელია მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვების, სადაზღვევო, საბანკო, ან მსგავსი მიმართულებით. 
  • საველე პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად. 
  • აუცილებელია B კატეგორიის მართვის მოწმობა. 
  • აუცილებელია მოლაპარაკებების წარმოების გამოცდილება 
  • დამაჯერებელი კომუნიკაციის უნარი 
  • პრიორიტეტების სწორად განსაზღვრა და დროის მენეჯმენტი 
  • Multi-tasking  
 
თუ თქვენ დაინტერესდით ამ შესაძლებლობით და გსურთ, განვითარდეთ „2 ნაბიჯის“ გუნდთან ერთად, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელ.მისამართზე: HR@orinabiji.ge
გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებელად მიუთითო ვაკანსიის დასახელება „ფართების მოძიების სპეციალისტი (ქუთაისი)“ 
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 27 დეკემბერი, 2024 წელი 
 
გისურვებთ წარმატებებს! 

მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯი" კანდიდატების პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს მოქმედი კანონმდებლობის დაცვით. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, რაც მაღაზიათა ქსელ "ორი ნაბიჯის" მიერ შესაძლოა დამუშავდეს თქვენი კანდიდატურის განხილვის და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. მონაცემების დამუშავების საფუძველია თქვენი თანხმობა (გამოხატული ამ ვაკანსიაზე გამოხმაურების გზით), ასევე, შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით თქვენი განცხადების განხილვა და სახელშეკრულებო ურთიერთობის დამყარება. დასაქმების პროცესში მოპოვებული ინფორმაცია შესაძლოა გაუზიარდეს მხოლოდ მაღაზიათა ქსელ "ორი ნაბიჯის" დამუშავებაზე უფლებამოსილ პირებს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მათ მიერ გაწეული მომსახურებების ფარგლებში. 
 
თქვენ მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია შეინახება არაუმეტეს 4 წლის ვადით (მათ შორის, სხვა რელევანტურ პოზიციაზე განსახილველად), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შესაძლოა არსებობდეს ინფორმაციის უფრო ხანგრძლივად შენახვის საკანონმდებლო ვალდებულება. 
 
თქვენ უფლება გაქვთ მიიღოს ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების თაობაზე, გაეცნოთ მათ ასლებს, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, დაბლოკვა, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც შეგიძლიათ მიმართოთ მაღაზიათა ქსელ "ორი ნაბიჯს". 
 
კომპანია ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.