იურისტი
თარიღები: 13 დეკ - 11 იან 2025
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ხელფასი: 3000 - 3500
განათლება: ბაკალავრი
იურიდიული:  იურისტი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: hr@award.ge
შპს ,,სამშენებლო კომპანია მამისონი’’ აცხადებს ვაკანსიას  იურისტის პოზიციაზე
 
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: 10:00_19:00
ანაზღაურება: 3000-3500

მოვალეობები:
  • კომპანიის ინტერესების დაცვა და წარმომადგენლობა საქართველოს საერთო სასამართლოებში, სამართალდამცავ და ადმინისტრაციულ ორგანოებში, აგრეთვე, სხვა მესამე პირებთან ურთიერთობის დროს;
  • კომპანიისა და მისი  პარტნიორების სამართლებრივი მხარდაჭერა , სამართლებრივი შეფასების, ანალიზისა და დასკვნის წარდგენა (მათ შორის დავის განმხილველი ორგანოსათვის მიმართვის მიზანშეწონილობის თაობაზე და სხვა), მხარეებთან მოლაპარაკების პროცესში მონაწილეობა;
  • წარმოშობილ დავებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადება და მათი უფლებამოსილი ორგანოსათვის/პირისათვის (ადმინისტრაციული/სასამართლო ორგანოებისათვის და მხარისთვის) წარდგენა;
  • კომპანიის შიდასამართლებრივი აქტებისა და ხელშეკრულებების (შეთანხმებების) პროექტების მომზადება და მათი კომპანიის საქმიანობის მარეგულირებელ სამართლებრივ აქტებთან და კომპანიის სხვა შიდა მმართველობით/განკარგულებით დოკუმენტაციასთან შესაბამისობაში მოყვანა;
  • შემოსული კორესპოდენციის განხილვა და სათანადო რეაგირება, საჭიროების შესაბამისად დასაბუთებული წერილების მომზადება;
  • მოთხოვნის შემთხვევში  პარტნიორთა კრებაზე დასწრება და  განსახილველ საკითხებზე სამართლებრივი კონსულტაციის გაწევა;
  • კომპანიის მიერ გაფორმებული ხელშეკრულებების/შეთანხმებების/მემორანდუმების, სასამართლო საქმის მასალების რეგისტრაცია და შესაბამისი რეესტრების წარმოება;
  • მარეგისტრირებელ ორგანოში კომპანიის მფლობელობაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების რეგისტრაციის უზრუნველყოფა;
  • კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო სიახლეების და ცვლილების მუდმივი მონიტორინგი, მათი ანალიზი და  შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება კომპანიის ხელმძღვანელი პირებისათვის  და სტრუქტურული ერთეულებისათვის;  
  • შესრულება ყველა სხვა პროფესიული დავალებისა, რომლებიც აუცილებელია დაკისრებული მოვალეობების ეფექტურად განსახორციელებლად;

პროფესიული მოთხოვნები:
  • უმაღლესი იურიდიული განათლება;
  • მინიმუმ 3 წლიანი პროფესიული გამოცდილება, აუცილებელია სამშენებლო სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • გამოცდილება სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმიანობაში;
  • სასამართლო წარმომადგენლობის გამოცდილება;
  • სარჩელებისა და საჩივრების მომზადების გამოცდილება;
  • საქართველოს ადმინისტრაციული და სამოქალაქო კანონმდებლობის ცოდნა;
  • ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;                     

პიროვნული თვისებები:
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • გუნდურად  მუშაობის უნარი;
  • დროის ეფექტურად მართვისა და პრიორიტეტების სწორად გადანაწილების უნარი;
  • პუნქტუალურობა;
  • ლიდერული უნარ-ჩვევები

თუ თვლით, რომ თქვენი მონაცემები აკმაყოფილების ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:  hr@award.ge. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!