შპს ,,სამშენებლო კომპანია მამისონი’’ აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: 10:00_19:00
ანაზღაურება: 3000-3500
მოვალეობები:
კომპანიის ინტერესების დაცვა და წარმომადგენლობა საქართველოს საერთო სასამართლოებში, სამართალდამცავ და ადმინისტრაციულ ორგანოებში, აგრეთვე, სხვა მესამე პირებთან ურთიერთობის დროს;
კომპანიისა და მისი პარტნიორების სამართლებრივი მხარდაჭერა , სამართლებრივი შეფასების, ანალიზისა და დასკვნის წარდგენა (მათ შორის დავის განმხილველი ორგანოსათვის მიმართვის მიზანშეწონილობის თაობაზე და სხვა), მხარეებთან მოლაპარაკების პროცესში მონაწილეობა;
წარმოშობილ დავებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადება და მათი უფლებამოსილი ორგანოსათვის/პირისათვის (ადმინისტრაციული/სასამართლო ორგანოებისათვის და მხარისთვის) წარდგენა;
კომპანიის შიდასამართლებრივი აქტებისა და ხელშეკრულებების (შეთანხმებების) პროექტების მომზადება და მათი კომპანიის საქმიანობის მარეგულირებელ სამართლებრივ აქტებთან და კომპანიის სხვა შიდა მმართველობით/განკარგულებით დოკუმენტაციასთან შესაბამისობაში მოყვანა;
შემოსული კორესპოდენციის განხილვა და სათანადო რეაგირება, საჭიროების შესაბამისად დასაბუთებული წერილების მომზადება;
კომპანიის მიერ გაფორმებული ხელშეკრულებების/შეთანხმებების/მემორანდუმების, სასამართლო საქმის მასალების რეგისტრაცია და შესაბამისი რეესტრების წარმოება;
მარეგისტრირებელ ორგანოში კომპანიის მფლობელობაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების რეგისტრაციის უზრუნველყოფა;
კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო სიახლეების და ცვლილების მუდმივი მონიტორინგი, მათი ანალიზი და შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება კომპანიის ხელმძღვანელი პირებისათვის და სტრუქტურული ერთეულებისათვის;
შესრულება ყველა სხვა პროფესიული დავალებისა, რომლებიც აუცილებელია დაკისრებული მოვალეობების ეფექტურად განსახორციელებლად;
პროფესიული მოთხოვნები:
უმაღლესი იურიდიული განათლება;
მინიმუმ 3 წლიანი პროფესიული გამოცდილება, აუცილებელია სამშენებლო სფეროში მუშაობის გამოცდილება;
გამოცდილება სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმიანობაში;
სასამართლო წარმომადგენლობის გამოცდილება;
სარჩელებისა და საჩივრების მომზადების გამოცდილება;
საქართველოს ადმინისტრაციული და სამოქალაქო კანონმდებლობის ცოდნა;
ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
პიროვნული თვისებები:
ანალიტიკური აზროვნების უნარი;
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
გუნდურად მუშაობის უნარი;
დროის ეფექტურად მართვისა და პრიორიტეტების სწორად გადანაწილების უნარი;
პუნქტუალურობა;
ლიდერული უნარ-ჩვევები
თუ თვლით, რომ თქვენი მონაცემები აკმაყოფილების ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@award.ge. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება.