ჩვენ ვართ სამედიცინო ცენტრი სიმეტრია, წამყვანი დაწესებულება საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაავადებების მკურნალობის სფეროში. ჩვენი მიზანია არა სიმპტომების, არამედ ტკივილის გამომწვევი მიზეზის დადგენა და მკურნალობა მედიკამენტისა და ქირურგიული ჩარევის გარეშე.
სარეაბილიტაციო კლინიკა სიმეტრიაში ჩვენს მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდში ვეძებთ რეაბილიტოლოგებს (თბილისსა და ბათუმში)
მოვალეობები:
- ექიმის მიერ გაწერილი ვარჯიშების ჩატარება;
- მკურნალობის დროს პაციენტების თანხლება და მეთვალყურეობა.
- სამედიცინო ჩანაწერების წარმოება (სარეაბილიტაციო პროგრამა)
- ინდივიდუალური მიდგომა და მუშაობა თითოეულ პაციენტთან.
საკვალიფიკაციო მოთხოვნა:
- უმაღლესი სამედიცინო განათლება სპეციალობით "ფიზიკური რეაბილიტაცია";
- ანატომიის, ფიზიოლოგიის, რეაბილიტაციის მეთოდების ცოდნა;
- პასუხისმგებლობის გრძნობა.
რას გთავაზობთ:
- კონკურენტული ანაზღაურება;
- იმუშაოთ პროფესიონალ და მეგობრულ გუნდში;
- განვითარება - ტრენინგი უნიკალური მეთოდოლოგიით კომპანიის ხარჯზე;
- კორპორატიული ფასდაკლება კომპანიის მომსახურებაზე (მათ შორის მეგობრებისა და ნათესავებისათვის);
- კომფორტული სამუშაო პირობები;
- მადლიერი პაციენტები.
კონტაქტი:
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr.symmetria.ge@gmail.com გთხოვთ, თემის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება „რეაბილიტოლოგი“ აღნიშნულ ვაკანსიებზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) არაუმეტეს 12 თვის ვადით თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები “სარეაბილიტაციო კლინიკიკა სიმეტრიას” მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის.
“სარეაბილიტაციო კლინიკიკა სიმეტრია” თანამშრომელთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
გისურვებთ წარმატებას!