გაყიდვების კონსულტანტი

თბილისი სრული განაკვეთი Wishlist.ge
მივლინება: არა ხელფასი: 1000 +ბონუსი
ენები: ინგლისური, რუსული
გაყიდვები: გაყიდვების კონსულტანტი
საბავშვო პროდუქციის ყველა დიდი მაღაზია საქართველოში Wishlist.ge - “ვიშლისთი“ აცხადებს ვაკანსიას „გაყიდვების კონსულტანტის“ პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი
   
ფუნქცია/მოვალეობები:
  • მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა - მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზება, პროდუქციის შესახებ ინფორმაციის სრულყოფილად მიწოდება;
  • სარეალიზაციო სივრცეში ახალი საქონლის გადანაწილება/განახლება;
  • ფასების, იარლიყების და საორიენტაციო ნიშნების სწორად განთავსება, სექციების მოწესრიგება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა, რუსული და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
  • ეფექტური კომუნიკაციის, დარწმუნებისა და თავაზიანი მომსახურების უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი, ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

სამუშაო პირობები:
  • ანაზღაურება: ხელზე ასაღები 1000 ლარი + დამატებითი ბონუსი ინდივიდუალური გაყიდვების შედეგებით. 
  • სამუშაო საათები: სრული განაკვეთით, ცვლებში;
  • სამუშაო დღეების რაოდენობა: 5 დღე კვირაში.
  • მზარდი ანაზღაურების სისტემა;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • Fitpass-ით სარგებლობა კომპანიის თანამშრომლებისთვის და მათი ოჯახის წევრებისთვის;
  • ფასდაკლება პროდუქციაზე კომპანიის თანამშრომლებისთვის და მათი მეგობრებისთვის.

თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს და გსურთ შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV მისამართზე: cv@wishlist.ge
გთხოვთ, “subject”-ის გრაფაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება „გაყიდვების კონსულტანტი“  წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება!
გისურვებთ წარმატებებს!