გაყიდვების მენეჯერი
თარიღები: 13 დეკ - 27 დეკ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ენები: ინგლისური რუსული
გაყიდვები:  გაყიდვების მენეჯერი სამედიცინო:  სხვა (სამედიცინო)
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: hr@psp.ge
შპს „პსპ ფარმა“ აცხადებს გაყიდვების მენეჯერის ვაკანსიას.

ფუნქცია - მოვალეობები:
  • გეგმიური ვიზიტების დაგეგმვა/განხორციელება და პროდუქციის პრეზენტაცია სამედიცინო დაწესებულებებში;
  • მიმდინარე ანგარიშების წარმოება ყოველდღიურად/ყოველკვირეულად;
  • გაყიდვების გეგმების შესასრულებლად აქტიური ღონისძიებების დაგეგმვა;
  • სხვადასხვა მარკეტინგულ ღონისძიებებში აქტიური მონაწილეობა (შეხვედრები, კონფერენციები);

საკვალიფიკაციო მოთხოვნები
ცოდნა და გამოცდილება:
  • უმაღლესი განათლება, ფარმაციის ან მედიცინის მიმართულებით;
  • მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვების სფეროში;
  • რუსული ან ინგლისური ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა მომხმარებლის დონეზე;

პიროვნული თვისებები: 
  • პრეზენტაციისა და გაყიდვების უნარები;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • თავდაჯერებულობა;
  • სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
  • ორგანიზებულობა.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ განაცხადი შემდეგ ელ.ფოსტის მისამართზე hr@psp.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. 
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 27 დეკემბერი, 2024 წელი.