ბუღალტერი
თარიღები: 13 დეკ - 27 დეკ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ბუღალტერია/ფინანსები:  ბუღალტერი (ზოგადი)
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: hr@psp.ge
კომპანია „პსპ ფარმა“ აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები
  • სასაქონლო ზედნადებების და საფ-ების ატვირთვა ელექტრონულ საიტზე rs.ge;
  • რს-ზე მიღებული ზედნადებების, საფ-ების და სხვა შესაბამისი პირველადი დოკუმენტების ბუღალტრული დამუშავება;
  • საბაჟოზე წარმოშობილი გადასახადების და მოსაკრებლების ორისში დამუშავება და შედარება რს-თან;
  • საქონლისა და მომსახურების მომწოდებლისგან მიღებული დოკუმენტაციის მოძიება, დაკომპლექტება, რს-თან შესაბამისობის დადგენა და დამუშავება
  • ანგარიშსწორება კონტრაგენტებთან, ურთიერთშედარებები კონტრაგენტებთან;
  • საბუღალტრო დოკუმენტაციის შენახვა და მომზადება არქივში გადასაცემად შესაბამისი წესით;
  • იჯარების აღრიცხვა, მათი სტატუსების შემოწმება,დასაკავებელი თანხების განსაზღვრა,შესაბამისი საფ-ების დადასტურება და გატარება საბუღალტრო პროგრამაში
  • საბუღალტრო დოკუმენტაციის შენახვა და მომზადება არქივში გადასაცემად შესაბამისი წესით;
  • ფინანსური დეპარტამენტისათვის სავალდებულო რეპორტების მომზადება;
  • ანგარიშვალდებული პირების ბარათების წარმოება
  • მივლინებების გაანგარიშება და დარიცხვა
  • ტრენინგებზე დასწრება და თვითგანვითარებაზე ზრუნვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები
  • უმაღლესი განათლება: სასურველია, ფინანსების ან ეკონომიური მიმართულებით;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა - განსაკუთრებით MS Excel;

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
  • ორგანიზებულობა;
  • სიზუსტე, აკურატულობა;
  • თავაზიანობა და დელიკატურობა;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ განაცხადი შემდეგ ელ.ფოსტის მისამართზე: hr@psp.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის 27 დეკემბერი.