"Legal Pulse Hub" არის ამერიკაში დაფუძნებული კომპანია, რომელიც ოპერირებს აშშ-ის სხვადასხვა შტატში და მოღვაწეობს სადაზღვევო და იურიდიულ სფეროებში.
კომპანია აცხადებს ვაკანსიას კლიენტებთან ურთიერთობის მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო პირობები:
- ლოკაცია: დიდი დიღომი
- სამუშაო განრიგი: 18:00-02:00 (ორშაბათი-პარასკევი)
ანაზღაურება:
- ფიქსირებული: 1500 ლარი
- ბონუსი: 200-დან 600 დოლარამდე
სამუშაოს აღწერა:
- პოტენციურ მომხმარებლებთან შეთავაზებების გაკეთება
- მომხმარებლისთვის მომსახურების/სერვისის შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება
- მომხმარებლის მომსახურებით/სერვისით დაინტერესება და სიახლეების შეთავაზება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- გამოცდილება გაყიდვების მიმართულებით (სასურველია)
- საოფისე პროგრამების საბაზისო ცოდნა (Google Docs/Google Sheets)
- გამოცდილება კორპორაციულ გაყიდვებში, განსაკუთრებით ბანკსა ან სადაზღვევო სფეროში (სასურველია)
- ინგლისურის მაღალ დონეზე ცოდნა (C1), განსაკუთრებით მეტყველებაში
რას გთავაზობთ:
- კარიერული ზრდის შესაძლებლობა და პროფესიული განვითარება
- სამუშაოს შემდეგ ტაქსის მომსახურება
- სასიამოვნო სამუშაო გარემო