ინვენტარიზაციის სპეციალისტი

თბილისი, გორი სრული განაკვეთი სურსათის მაღაზიათა ქსელი ბეღელი
მივლინება: არა
ლოგისტიკა/ტრანსპორტი: მარაგების მართვა
სურსათის მაღაზიათა ქსელი აცხადებს ქონების / მარაგების  ინვენტარიზაციის სპეციალისტის ვაკანსიას. 

ძირითადი ფუნქციები:
  • კომპანიის მფლობელობაში არსებული უძრავი და მოძრავი ქონების ინვენტარიზაცია; 
  • ინვენტარიზაციის შედეგად მიღებული მონაცემების ბაზაში ასახვა და პერიოდული განახლება;
  • კომპანიის მასშტაბით (თბილისსა და რეგიონებში), ინვენტარიზაციის პროცესთან დაკავშირებული სხვადასხვა მოკვლევით სამუშაოებში მონაწილეობის მიღება და შესაბამისი აქტების მომზადება  და სხვა, დაკავებულ პოზიციასთან დაკავშირებული საქმიანობის შესრულება. 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები
  • საწყობში ან ქონების მართვის მაიმართულებით  მუშაობის გამოცდილება;
  • ინვეტარიზაციის პროცესის ცოდნა;
  • სამუშაო პროგრამების  ცოდნა: Word; Excel;  Outlook;

უნარ-ჩვევები:
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დასახული ამოცანების დროულად და დამოუკიდებლად შესრულების უნარი;
  • პრობლემის გადაჭრის უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი და ქ. გორი
ანაზღაურება: შეთანხმებით.
სამუშაო გრაფიკი: შეთანხმებით.
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე -  v.osishvili22@gmail.com        
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება “ქონების  ინვენტარიზაციის სპეციალისტი “.

გაცნობებთ, რომ ჩვენ ვახორციელებთ კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ შესაძლოა დამუშავდეს სხვა ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 5  წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ, მოგვმართოთ.