მშენებლობის ზედამხედველი

თბილისი სრული განაკვეთი არქი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
სამშენებლო, უძრავი ქონება: უბნის ზედამხედველი/პრარაბი
კომპანია „არქი“,  წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. უკვე წარმატებით დავასრულეთ 50-მდე პროექტი და ამჟამად გვაქვს 20-ზე მეტი მიმდინარე მშენებლობა საქართველოში.

არქიში“ ვეძებთ მშენებლობის ზედამხედველს და მისი ფუნქციები იქნება:
  • სამშენებლო ობიექტებზე მიმდინარე სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების მუდმივი მონიტორინგი;
  • მიმდინარე ტექნოლოგიური პროცესების მიმდინარეობისა და ხარისხის კონტროლი;
  • გამოყენებული მასალების ხარისხის კონტროლი;
  • სამუშაოთა მსვლელობისას დაშვებული ტექნოლოგიური ხარვეზების დროული იდენტიფიცირება და აღმოფხვრაზე ზრუნვა;
  • ფარულ სამუშაოთა შესრულებაზე დაკვირვება და შესაბამისი აქტების წარმოება;
  • პერიოდული ანგარიშის მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება (სასურველია სამოქალაქო და სამრეწველო მშენებლობის მიმართულებით);
  • აუცილებელია სამშენებლო სამუშაოების ზედამხედველობის გამოცდილება.

ჩვენ კი გთავაზობთ:
  • პოზიტიურ და სტაბილურ გარემოს;
  • მრავალფეროვან საქმეს და განვითარების ხელშეწყობას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • საწვავს ობიექტებზე გადასაადგილებლად.

თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით შენს CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2024  წლის 25 დეკემბრის ჩათვლით: http://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. 

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება  კომპანიის მონაცემთა ბაზაში.  ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში. 


გაგზავნე CV

სხვა ვებ გვერდზე