„ჯი არ სი“ – 2003 წლიდან სამშენებლო მასალების მწარმოებელი, იმპორტიორი და ერთ-ერთი მსხვილი მიმწოდებელი კომპანიაა საქართველოს სამშენებლო ბიზნეს სექტორში. გუნდი, რომელიც საფუძვლად უდევს კომპანიის წინსვლას, შედგება კვალიფიციური და ერთგული თანამშრომლებისგან. „ჯი არ სი“ ყოველთვის მზად არის მის გუნდში მიიღოს მიზანდასახული და შრომისმოყვარე პირები რომლებიც წვლილს შეიტანენ კომპანიის განვითარებაში https://grc.ge/ „ჯი არ სი“ აცხადებს ვაკანსიას ახალი პროდუქტ ჯგუფების განვითარების მენეჯერის თანამდებობაზე. ადგილმდებარეობა: თბილისი, ფეიქართა 14გ განაკვეთი: სრული. ძირითადი მოვალეობები: - ახალი პროდუქტ-მიმართულების განვითარება, გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავება;
- მიმართულების ბიუჯეტის დაგეგმვა, შესრულების კონტროლი;
- მიმართულების შესყიდვების გეგმის ფორმირება ბიუჯეტის შესაბამისად;
- ბაზრის მოცულობის, დინამიკის, პოტენციალის, მოთხოვნების შესწავლა და ანალიზი;
- მომწოდებლებთან კომუნიკაცია/მოლაპარაკებების წარმოება, ალტერნატივის მოძიება;
- მიმართულების განვითარებისთვის აუცილებელ, ადგილობრივ და საერთაშორისო ღონისძიებებზე დასწრება და მონაწილეობის მიღება;
- არსებული პროდუქტ-ჯგუფების კატეგორიზაცია, ოპტიმიზაცია და ახალი პოზიციებით შევსება;
- მომხმარებელთა სეგმენტაციის გათვალისწინებით, გაყიდვების ჯგუფებისთვის შესასრულებელი ძირითადი სამოქმედო გეგმის განსაზღვრა და შესრულების კონტროლი;
- ყოველდღიური, ყოველთვიური, კვარტლური რეპორტების მომზადება და ანალიზი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინიტრირების კუთხით;
- მსგავსი მიმართულებით 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
- საოფისე პროგრამების, განსაკუთრებულად Excel ის კარგად ცოდნა;
- სასურველია 1c პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
- ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა.
ჩვენ გთავაზობთ: - ბაზარზე კონკურენტულ სახელფასო და საბონუსე სისტემას;
- ტრეინინგების და განვითარების შესაძლებლობას;
- კომფორტულ და სამართლიან სამუშაო გარემოს;
- კორპორატიული ბენეფიტების პაკეტს - დაზღვევა, კორპორატიული ტელეფონი და ლიმიტი, საწვავის ლიმიტი და ავტომანქანა სამსახურეობრივი საჭიროებისთვის.
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ წარმოადგინეთ CV ელ-ფოსტაზე: vacancy@grc.ge 2024 წლის 27 დეკემბრამდე. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება - „ახალი პროდუქტ ჯგუფების განვითარების მენეჯერი“ წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატურა არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
„ჯი არ სი“ გისურვებთ წარმატებას!