კონტენტ კრეატორი/სოც.მედია მენეჯერი
2xP PRIORITY Rent N Drive 1
თარიღები: 12 დეკ - 10 იან 2025
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: მოქნილი გრაფიკი
მივლინება: არა
ხელფასი: 800 +ბონუსი
განათლება: საშუალო განათლება
ენები: ქართული ინგლისური რუსული
მართვის მოწმობა: B B1
მარკეტინგი, რეკლამა, PR:  ინტერნეტ მარკეტინგი კონტენტ მენეჯერი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: rentndrivetbilisi@gmail.com
კომპანია Rent N Drive აცხადებს ვაკანსიას კონტენტ კრეატორის/სოც.მედია მენეჯერის პოზიციაზე. 
კომპანია Rent N Drive მომხმარებლებს სთავაზობს ავტომობილების დაქირავების სერვისს. ჩვენ ძირითად მიმართულებას ხარისხზე და კომფორტზე ორიენტირებულობა წარმოადგენს.
თუ ხარ კრეატიული, გიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა და შეგიძლია საინტერესო კონტენტის შექმნა საავტომობილო სფეროში, მაშინ ეს ვაკანსია შენთვისააა.

ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:
  • სოციალური არხებისთვის ვიდეო და ფოტოკონტენტის გადაღება, დამუშავება (Facebook, Instagram, Tik-Tok);
  • კონტენტ კალენდრის შემუშავება;
  • ყოველდღიური  სთორების დადება სოციალურ პლატფორმებზე;
  • კონკრეტული სტრატეგიების არჩევა კონკრეტული ბრენდისთვის ან პროდუქტისთვის;
  • საკომუნიკაციო არხების სწორად განსაზღვრა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • საავტომობილო სფეროსადმი დაინტერესება და საბაზისო ცოდნა ავტოინდუსტრიაში;
  • გამართული ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი ქართულ და ინგლისურ ენაზე;
  • ძირითადი ტექნიკური უნარები (ვიდეო / ფოტო გადაღება, ვიდეო მონტაჟი, სხვადასხვა პლატფორმების თავისებურებების ცოდნა);
  • Capcut-ის და Adobe After Effects/Adobe Premiere Pro-ს ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • მართვის მოწმობის ქონა ჩაითვლება უპირატესობად;

პიროვნული თვისებები:
  • კრეატიულობა;
  • ორგანიზებულობა;
  • კონტენტის შედეგებისა და ტენდენციების ანალიზის უნარი;
  • შემოქმედებითად და ანალიტიკურად აზროვნების უნარი;
  • შემოქმედებითი ხედვა;

ანაზღაურება:
  • ანაზღაურება 800+ (შერჩეული კადრის კვალიფიკაციისა და გამოცდილების მიხედვით);
  • მოქმედებს საბონუსე სისტემაც;

სამუშაო გრაფიკი:
  • სამუშაო დღეები და საათები შეთანხმების შესაბამისად;
  • განიხილება როგორც ოფისიდან, ასევე დისტანციური სამუშაო;

 
გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: rentndrivetbilisi@gmail.com და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება - "კონტენტ კრეატორი/სოც.მედია მენეჯერი".
თქვენ მიერ ვაკანსიაზე გამოხმაურებით, ეთანხმებით გამოგზავნილი პერსონალური მონაცემების დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.