კომპანია "გსმ სერვისი" 2019 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე. კომპანიის საქმიანობის ძირითად მიმართულებას წარმოადგენს ავტო/ტექ მომსახურეობა როგორც მსუბუქი, ისე სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ვარკეთილი, თვალჭრელიძის მე-4 შესახვევი, #5
სამუშაო განაკვეთი: სტანდარტული;
ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად.
კომპანია "გსმ სერვისი" აცხადებს ვაკანსიას - მსუბუქი სპეცტექნიკის ნაწილების იმპორტის მენეჯერი პოზიციაზე.
ფუნქცია-მოვალეობები:
- გეგმის მიხედვით განსაზღვრული შესყიდვების და ბიუჯეტის კონტროლი და უზრუნველყოფა;
- სერვისის მიერ მოთხოვნილი სათადარიგო ნაწილების დროული შესყიდვა და მომარაგება;
- ახალი საგარეო მომწოდებლების მოძიება, საუკეთესო მომწოდებლების შერჩევა და სხვადასხვა დასახელების საქონლის/მომსახურების შესყიდვის უზრუნველყოფა კომპანიისათვის საუკეთესო პირობების მისაღებად;
- შესყიდვებთან დაკავშირებული საბუთების მოწესრიგება/შენახვა, მათ შორის ელექტრონული ვერსიების შენახვა - არქივარიზაცია;
- მომწოდებელთა ბაზის წარმოება და პერიოდული განახლება;
- ტვირთის იმპორტთან დაკავშირებული პროცედურების შესრულება;
- კომპანიის კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა (კომერციული და ფინანსური ოპერაციები, ინფორმაცია შიდა ნორმატიული დოკუმენტების შესახებ, ინფორმაცია კომპანიის გეგმების შესახებ და სხვა ნებისმიერი ინფორმაცია, რაც პირდაპირ, ან არაპირდაპირ დაკავშირებულია დამსაქმებელთან და მის კლიენტებთან);
- უშუალო ხელმძღვანელის და კომპანიის მენეჯმენტის დავალებების შესრულება, რომელიც შეიძლება არ იყოს აღწერილი სამუშაო აღწერილობაში
საკვაპიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- რომელიმე ERP პროგრამის ცოდნა (მუშაობის გამოცდილება) ჩაითვლება უპირატესობას;
- საოფისე პროგრამების (MS Office) და Excel პროგრამის ცოდნა;
- კომპანის შიდა ნორმატიული აქტების და ინსტრუქციების ცოდნა;
- ინგლისური/რუსული ენის ცოდნა
პიროვნული თვისებები:
- პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
- ორგანიზებული საქმიანობის წარმართვის და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
- პრეზენტაციის უნარი;
- სტრესულ გარემოში და შეზღუდულ ვადებში მუშაობის უნარი;
- ცვლილებთან შეგუების უნარი;
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ ქართულ ენაზე CV მისამართზე: hr@gsmservice.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში CV არ განიხილება.