თუ გაქვს შესაბამისი გამოცდილება და გაქვს უფრო მეტის სწავლის სურვილი, გინდა განვითარდე პროფესიულად და გქონდეს სტაბილური სამსახური, ავეჯის ქართულ საწარმოში Litten Tree გაყიდვების მენეჯერს ვეძებთ.
მის: ქ. თბილისი თ. ერისთავის ქუჩა #44-სავაჭრო ცენტრი საბა
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- მომხმარებლის თავაზიანი დახვედრა და პროდუქტის შერჩევაში დახმარების გაწევა;
- პროდუქციასთან დაკავშირებით, მომხმარებლისთვის კვალიფიციური კონსულტაცის გაწევა
ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- გაყიდვების სფეროში მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება.
- ინგლისური და რუსული ენების საშუალო დონეზე ფლობა.
- ანალოგიურ სფეროში გამოცდილების მქონე კანდიდატებს მიენიჭებათ უპირატესობა.
ჩვენს კომპანიაში სამუშაოდ პროფესიული კრიტერიუმების გარდა პიროვნული თვისებებიც მნიშვნელოვანია, ვეძებთ კადრს, რომელიც იქნება :
- კრეატიული;
- ინიციატორი და სიახლეების მიმართ გახსნილი;
- გუნდური;
- პუნქტუალური, ორგანიზებული.
ჩვენს კომპანიაში დაგხვდება:
- პროფესიულად განვითარების შესაძლებლობა;
- მეგობრული გუნდი;
- პროფესიონალური დამოკიდებულება;
ანაზღაურება: ანაზღაურება განისაზღვრება აპლიკანტის კვალიფიკაციის მიხედვით. ხელფასი, დამატებით საბონუსე სისტემა.
გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: info@littentree.ge. და ელფოსტის სათაურში (Subject) მიუთითოთ "გაყიდვების მენეჯერი". წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება