სამედიცინო წარმომადგენელი
თარიღები: 13 დეკ - 09 იან 2025
მდებარეობა: ქუთაისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: ბაკალავრი
ენები: რუსული
მართვის მოწმობა: B
სამედიცინო:  სამედიცინო წარმომადგენელი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: vacancyolainfarm@gmail.com
ფარმაცევტული კომპანია „ოლაინფარმი“ წარმოადგენს ერთ ერთ უმსხვილეს  საწარმოს ბალტიისპირეთში 50 წლიანი გამოცდილებით ფარმაცევტული პროდუქციის წარმოებაში. ამჟამად კომპანიაში წარმოებული მედიკამენტები და ქიმიური ნივთიერებები მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანაში ექსპორტირდება, მათ შორის ევროპაში, აშშ-ში, სამხრეთ ამერიკაში, აზიაში და ავსტრალიაში. 
ფარმაცევტული კომპანია „ოლაინფარმი“ აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო წარმომადგენელის პოზიციაზე.
თბილისი, საქართველო 

ძირითადი მოვალეობები: 
  • ეფექტური კომუნიკაციის და პარტნიორული ურთიერთობის ჩამოყალიბება ადგილობრივი სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლებთან- ექიმებთან, ფარმაცევტებთან, სამედიცინო ადმინისტრაციასთან 
  • კომპანიის მედიკამენტების ცნობადობის გაზრდა სამიზნე აუდიტორიასთან, მასთან ეფექტური კომუნიკაციის ჩამოყალიბების გზით 
  • სემინარების, პრეზენტაციების, კონფერენციების ორგანიზება 
  • სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებასთან მჭიდრო ურთიერთობის ჩამოყალიბება 
  • პროდუქტების რეალიზაციის სამიზნე მაჩვენებლის  მიღწევა მიმაგრებულ ტერიტორიაზე 
  • მივლინება ახლომდებარე ქალაქებში 
 
საბაზო მოთხოვნები: 
  • უმაღლესი სამედიცინო ან ფარმაცევტული განათლება 
  • სამედიცინო წარმომადგენლის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად 
  • კომპიუტერთან მუშაობის უნარი (MS office) 
  • ავტომობილის მართვის მოწმობა 
  • რუსული ენის მაღალ დონეზე ფლობა  
  • პასუხისმგებლობის გრძნობა და საკუთარი სამუშაო განრიგის ორგანიზების და მართვის უნარი 
  • ანალიტიკური აზროვნება და კომუნიკაციის უნარი 

ჩვენ გთავაზობთ: 
  • საინტერესო სამუშაოს დინამიურ და მეგობრულ გარემოში 
  • კონკურენტულ ანაზღაურებას 
  • მოქნილ საბონუსე სქემას 
  • ინდოვიდუალურ საჭიროებაზე მორგებულ ტრენინგებს და სწავლების პროგრამებს 
  • კორპორატიულ პაკეტს (ლეპტოპი, მობილური ტელეფონის ხარჯის ანაზღაურება, კორპორატიული ავტომანქანა, ჯანმრთელობის დაზღვევა და  სამსახურთან დაკავშირებული სხვა ხარჯების ანაზღაურება)  
 
გთხოვთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით გამოაგზავნოთ მითითებულ ელ. ფოსტაზე vacancyolainfarm@gmail.com. ფოტოსურათის გარეშე გამოგზავნილი რეზიუმე არ განიხილება. მხოლოდ შერჩეული კანდიდატები გაივლიან ინტერვიუს.