სამშენებლო მასალების მწარმოებელი, იმპორტიორი და ექსპორტიორი კომპანია “ნოვა” (www.NOVA.ge ) აცხადებს ვაკანსიას “საბაჟო დეკლარანტი“-ს პოზიციაზე ქ. ბათუმში. (აეროპორტის გზატკეცილი 261) კომპანია დასაქმების თანაბარ შესაძლებლობებს სთავაზობს ყველა თანამშრომელს და დასაქმების კანდიდატს რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების ადგილის, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების ან სხვა ნიშნის მიუხედავად. პოლიტიკა ძალაშია დასაქმების ყველა პირობის შემთხვევაში, მათ შორის: დაქირავების, დაწინაურების, ხელშეკრულების გაფორმების, კომპენსაციის, პროფესიული განვითარების და ა. შ. ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: - უზრუნველყოს სამუშაო პროცესის უწყვეტობა.
- საბაჟო პროცედურებისთვის საჭირო დოკუმენტაციის მიღება იმპორტის დეპარტამენტისგან (დადგენილი სტანდარტების შესაბამისად) - მომზადება/გაფორმება.
- იმპორტირებული პროდუქციის წინასწარი დეკლარირება.
- მუშაობის პროცესში უზრუნველყოს ხარვეზების დროული გამოვლენა და აღმოფხვრა (შესაძლებლობების ფარგლებში), საჭიროების შემთხვევაში მიაწოდოს ინფორმაცია ხელმძღვანელობას;
- მოახდინოს ნებისმიერი იმ პრობლემის იდენტიფიკაცია, რომლებიც ეხება ან ხელს უშლის დეკლარირების პროცესს;
- უშუალო ხელმძღვანელის დახმარება და მისი მითითებით ცალკეული სამსახურეობრივი დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - უმაღლესი განათლება. (სასურველია)
- საბაჟო პროცედურების და კანონმდებლობის (კარგ დონეზე) ცოდნა.
- საოფისე პროგრამების კარგად ცოდნა.
- მსგავს პოზიციაზე ან თავად საბაჟოზე მუშაობის გამოცდილება არანაკლებ 1 წელი. (აუცილებელია)
- ასიკუდაში (ASYCUDA) მუშაობის გამოცდილება (აუცილებელია)
სხვა მოთხოვნები: - სამუშაოს დაგეგმვის, განაწილების და ბოლომდე მიყვანის უნარი;
- პუნქტუალურობა;
- კომუნიკაბელურობა;
- ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
ანაზღაურება - შეთანხმებით; სამუშაო გრაფიკი - სრული; განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 11 იანვარი.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე vacancy@nova.ge. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება “საბაჟო დეკლარანტი ბათუმში“ პოზიცია“. დავუკავშირდებით, მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოცემულ მოთხოვნებს.