სს ქართული ლუდის კომპანია - ლუდსახარში ზედაზენი აცხადებს ვაკანსიას მექანიკოსის პოზიციაზე
სამუშაო ადგილი: მცხეთა, საგურამო
განაკვეთის ტიპი: სრული განაკვეთი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- ქარხნის ტერიტორიის, საამქროებისა და დანადგარების ყოველდღიური მომსახურება გრაფიკის მიხედვით;
- დანადგარებზე დაუგეგმავი შეფერხების აღმოფხვრა;
- დაგეგმილი სარემონტო სამუშაოების შესრულება;
- შესრულებული ყოვოლდღიური სამუშაოებისა და გეგმიური რემონტების აღრიცხვა და ჩანაწერების გაკეთება;
- ტექნიკურ გუნდთან შეთანხმებით რგოლში მყოფ მანქანებზე დროული პროფილაქტიკის დაგეგვმა;
- სხვა დამატებითი ფუნქცია - მოვალეობების შესრულება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ტექნიკური განათლება;
- უცხო ენის ცოდნა (სასურველია)
- ელექტრო-მექანიკური მოწყობილობების, ტრანსფორმატორების, ჩილერების, საქვაბეების, სამაცივრო აჭღურვილობის, საჰაერო კომპრესორების, წყლის ტუმბოების მართვის გამოცდილება
პიროვნული მახასიათებლები:
- პუნქტულურობა;
- შრომისმოყვარეობა;
- დეტალებზე ორინტირებულობა
სამუშაო პირობები:
- ტრანსპორტირება;
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- კვება
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@geobeer.ge
აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება წერილის სათაურად, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
განცხადების წარმოდგენის საბოლოო ვადაა 2025 წლის 10 იანვარი.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
თქვენი რეზიუმე შესაძლოა დამუშავდეს და შენახულ იქნას ვაკანტურ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის დაშვების მიზნით, „პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
თქვენ ასევე თანხმობას აცხადებთ, რომ სს „ქართული ლუდის კომპანიამ“ თქვენი კანდიდატურა განიხილოს შეინახოს და გამოიყენოს სს „ქართული ლუდის კომპანიის“ მიერ გამოცხადებული სხვა ვაკანტური პოზიციების შევსების მიზნით, გარდა იმ პოზიციისა, რომელზეც გამოაგზავნეთ რეზიუმე. იმ შემთხვევაში თუკი წინააღმდეგი ხართ სს „ქართული ლუდის კომპანიამ“ დაამუშავოს თქვენ მიერ მოწოდებული მონაცემები, გთხოვთ აღნიშნულის შესახებ წერილობით გვაცნობოთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: hr@geobeer.ge და თქვენი სახელის და გვარის მითითებით.